საუდის არაბეთის პრინცესა – ქალი, რომელიც ანგრევს მუსულმანური სამყაროს სტერეოტიპებს!

12546
SHARE

საუდის არაბეთის 34 წლის პრინცესა ამირა ალ ტავილი,  რომელმაც პირველმა თქვა  უარი  აბაიაზე და  გრძელ, განიერ კაბაზე, რომელიც მთელს სხეულს ფარავს, _ ანგრევს მუსულმანური სამყაროს სტერეოტიპებს.
მისი აზრით, ქვეყანაში ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი საკუთარი ცხოვრების შესახებ. მას სურს,  სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.
პრინცესა ამირა  ჩართულია ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საქმეში არამხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ, – მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
პრინცესა 70-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი, სადაც ის ადგილზე ეცნობოდა ამა თუ იმ პრობლემას და მათ  მოგვარებაზე მუშაობდა.
პრინცესა, ასევე, მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში. დასავლეთ აფრიკაში, ის  წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებსაც დაეხმარა. პრინცესამ პაკისტანში, კემბრიჯის უნივერსიტეტში    ისლამური სწავლების ცენტრი გახსნა.

FB კომენტარები

კომენტარი