სატვირთომ ბაიკერს თავზე გადაურა – შოკისმომგვრელი კადრები (ვიდეო)

410
SHARE

სატვირთო ავტომანქანამ, გზის სავალ ნაწილზე დავარდნილ ბაიკერს, თავზე გადაუარა, თუმცა ის ისე ადგა, თითქოს არაფერი მომხდარა.
შოკისმომგვრელი კადრები იმ ავტომობილის ვიდეორეგისტრატორით არის გადაღებული, რომელიც სატვირთოს უკან მოდიოდა.
აღნიშნული ინციდენტი ფილიპინებზეა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ვიწრო გზაზე, ტროტუარის გასწვრივ, სკუტერით მამაკაცი გადაადგილდება. მის წინ სატვირთო მოძრაობდა, მამაკაცმა გადაწყვიტა, მისთვის გაესწრო და ბორბლით ბორდიურს წამოედო. სატვირთოს მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და უკანა ბორბლებით მამაკაცს პირდაპირ თავზე გადაუარა. საბედნიეროდ, მამაკაცს თავზე შლემი ეფარა, რომელმაც ძირითადი დარტყმა მიიღო და ის სასწაულებრივად დაიცვა. მის დასახმარებლად სხვა მძღოლებიც გაჩერდნენ, რომლებმაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბაიკერს არანაირი ტრავმა არ აღენიშნებოდა. ის ფეხზეც თავისუფლად დადგა.

FB კომენტარები

კომენტარი