სასარგებლოა თუ არა ჭამის დროს წყლის ან წვენის დალევა – დიეტოლოგის რჩევები

ცნობილი დიეტოლოგ ჰერბერტ შელტონს მიაჩნია, რომ ჭამის დროს და ღამის შემდეგ წლის დალევა სასარგებლო არ არის. საჭმლის მონელება ხომ პირიდან იწყება – ამაში ნერწყვი მონაწილეობს. ნერწყვი კუჭს საჭმლის მონელებას უადვილებს. წყალი კი ნერწყვს შლის და საჭმლის მონელების პროცესს ართულებს. იგივე ეხება კუჭის წვენსაც. წყალი მის ოპტიმალურ კონცენტრაციას ამცირებს და ეფექტური მონელებისთვის აუცილებელ ფერმენტებს აქრობს.
ამის შედეგად ბოლომდე მონელებისთვის საჭმელს კუჭში უფრო დიდი ხანი გაჩერება უწევს, ზოგ შემთხვევაში კი მონელება ბოლომდე ვერ ხერხდება. საჭმელი მონელების ნაცვლად ლპობას და გაზებს იწვევს. დაშლის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტები კი სისხლი იწოვს და ეს უამრავი დაავადების მიზეზი ხდება. რაც შეეხება საჭმელზე რძის ან ლუდის მიყოლებას, ესეც კუჭის წვენის ოპტიმალურ კონცენტრაციას არღვევს და ანალოგიურ პრობლემებს იწვევს.
დიეტოლოგი წერს, რომ წყლის მიყოლება მისაღებია მშრალ საკვებზე, ოღონდ არა დიდი რაოდენობით. მშრალი საკვების მონელებაც კუჭისთვის პრობლემატურია.
ჰერბერტ შელტონი აცხადებს, რომ ყველაზე მისაღებია საჭმელზე ღვინის ბოკალი. სუსტი ალკოჰოლი მადის სტიმულირებას და კუჭის წვენის ოპტიმალური რაოდენობის გამოყოფის სტიმულირებას ახდენს. ღვინისგან ამ შემთხვევაში ზიანი მინიმალურია, ხოლო სარგებელი უდიდესია.

კომენტარები

სხვა სიახლეები