სამი ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი ზოდიაქოს ნიშანი

182
SHARE

ალბათ ნებისმიერ ადამიანს მიაჩნია, რომ საკმაოდ გონიერი და ჭკვიანი არსებაა. თუმცა ერთეულებს შეუძლიათ იმის აღიარება, რომ რეალურად არცთუ მაღალია მისი გონებრივი მაჩვენებელი. ბრძენმა თქვა : „მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო“ , ხომ გაგიგონიათ. ამიტომ ის ფაქტი, როცა ადამიანი უშვებს აზრს იმის შესახებ რომ შესაძლოა მასზე ბევრად ჭკვიანი და გამჭრიახია სხვა უკვე მეტყველებს ამ იდივიდის გონებრივ მონაცემებზე. თვითკრიტიკა თუკი იგი ობიექტურ ჩარჩოებშია მოქცეული პიროვნების ზრდას არათუ აფერხებს, პირიქით შესამჩნევად უწყობს ხელს.
ასტროლოგები ბევრს კამათობენ იმის შესახებ, მაინც რომელია ყველაზე ჭკვიანი, გამჭრიახი და გონიერი ზოდიაქოს ნიშანი. ამასთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ ისიც რომ არსებობენ ნიშნები რომელთაც მმართველი პლანეტების ხასიათიდან გამომდინარე თანდაყოლილი გონიერება გააჩნიათ – პლანეტა მერკური, რომელიც აზროვნებაზე და მის ფორმირებაზე აგებს პასუხს ტყუპებს და ქალწულებს მართავს. შესაბამისად რაკი ჯერი ოქროს სამეულზე მიდგა სწორედ ეს ორი ნიშანი უნდა მოვიხსენიოთ ყველაზე ჭკვიანებს შორის. თუმცა ასე მარტივად როდი გახლავთ საქმე!

მართალია ტყუპის ზოდიაქოს ნიშანს აზროვნების სისხარტეში ვერავინ გაეჯიბრება, მაგრამ მას აკლია სიღრმე რომელიც ჭეშმარიტი მოაზროვნისთვის არის საჭირო. ტყუპები გადაწყვეტილებას წამის მეასედში ცვლიან. შესაბამისად მათი იტერესების სფეროც მუდმივად ცვალებადია. აქედან გამომდინარე, სიბრძნეს ტყუპი მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში აღწევს ისიც იმ შემთხვევაში თუკი მის პირად კოსმოგრამაში ბევრი პლანეტაა განლაგებული მიწის სტიქიის ნიშნებში. შესაბამისად, ოქროს სამეულში ტყუპის შეყვანას ვერ ვიჩქარებთ.

სამაგიეროდ ლიდერად მოაზროვნეებს შორის აუცილებლად დავასახელებთ კიდევ ერთ „მერკურიანელს“ – ქალწულს. ქალწულთან პლანეტა მერკური მთელი თავისი დიდებულებით ვლინდება. ის ამ ნიშნის ხალხს აჯილდოვებს დედუქციის უნარით, დაკვირვებულობით, გასაოცარი ანალიტიკური ხედვით და სიბეჯითით. რაც დამეთანხმებით არაჩვეულებრივი ფუნდამენტია სამომავლოდ მყარი ცოდნის მისაღებად. ასე რომ ყველაზე ჭკვიანთა სამეულში საპატიო პირველ ადგილს ქალწულებს ვუთმობთ.

მეორე ადგილზე რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ლომები ნომინირებენ და ახლავე აგიხსნით რატომ. ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ ლომები ბუნებით ეპატაჟური ნატურები არიან. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან მოსწონთ საზოგადოებაში საკუთარი იმიჯის კარგი კუთხით წარმოჩენა. ამას გარდა, ლომი ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე დინჯი, გაწონასწორებული და წინდახედულია. რის ხარჯზეც იგი იშვიათად ჰყვება იმპულსებს და დინჯად შეუძლია აწონ-დაწონოს ნებისმიერ სიტუაციაში მოვლენის პლუსები და მინუსები. ლომი სამეფო ნიშანია, მას ორგანიზტორული უნარი გააჩნია, ამიტომ მასშტაბურად ფიქრიც კარგად გამოსდის. რაც თავის თავში მოაიზრებს პასუხისმგებლობის აღებას ერთბაშად ბევრ ადამიანზე. ამას გარდა, ლომების დიდ ნაწილს მომიჯნავე ქალწულის ზოდიაქოს გავლენით, პირად კოსმოგრამაში ძალზე ხშირად აქვთ განლაგებული პლანეტა მერკური ქალწულის ზოდიაქოში რაც თავის მხრივ იძლევა, ლომივით მეფური ბუნების მქონე, კარგი ორგანიზატორული თვისებებით დაჯილდოვებულ და ქალწულივით ჭკვიან, წინდახეულ პიროვნებას.

და ბოლოს კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს სამუელში მოხვედრას საკუთარი „გენიალურობით“ ეს არის მერწყული. პლანეტა ურანის გავლენის გამო, რომელიც მერწყულს მართავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, პროგრესულად მოაზროვნე და ნოვატორი ინდივიდები არიან. მათი აზრები ხშირად ეჩვენება უტოპიურად საზოგადოებას, თუმცაა მერწყული არც მეოცნებეა არც იდეალისტი. მან ზუსტად იცის, რა მოხდება მომავალში – შესაბამისად ყველა მისი იდეა, მომავლის პროექტია. ამიტომაცაა მერწყულის აზროვნება ჭეშმარიტად უნიკალური. ამასთან ერთად, ტყუპისგან განსხვავებით მერწყული თანამმართველი პლანეტის სატურნის გამო ძალზე ხშირად ახერხებს საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციოს და ნაკლებად გადაერთოს ერთი ინტერესიდან, მეორეზე.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი