სამეფო კარის თამაშების გმირებმა ქორწილი შოტლანდიაში გადაიხადეს (ფოტო)

107
SHARE

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავებმა, კიტ ჰარინგტონმა და როუზ ლესლიმ, ქორწილი შოტლანდიაში გადაიხადეს. წყვილმა, რომელიც პოპულარულ ტელესერიალშიც შეყვარებულს თამაშობდა, გმირების გრძნობები რეალობაში გადაიტანა.
აბერდინშირში გამართულ საზეიმო ცერემონიაში, სტუმრებს შორის იყვნენ “სამეფო კარის თამაშების“ სხვა ვარსკვლავები. მიღება უორდჰილის იმ ციხესიმაგრეში გაიმართა, რომელიც პატარძლის მამას, სებ ლესლის ეკუთვნის. წყვილი გულებით დეკორირებული ძველი „Land Rover“ -ით გამოჩნდა და უორდჰილის ციხესიმაგრისკენ გაემართა. სტუმრებმა მათ ფერადი კონფეტი დააყარეს. პოპულარულ ვარსკვლავებს გაბედნიერება უამრავმა ფანმა და გულშემატკივარმაც მიულოცა.
როუზ ლესლი სწორედ ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა.
მსახიობების ნიშნობა გასულ სექტემბერს შედგა. ისინი ერთმანეთს პირველად სწორედ ფილმის გადაღებაზე 2012 წელს შეხვდნენ. ლესლიმ სერიალის დატოვა მათი გაცნობიდან ორ წელიწადში გადაწყვიტა, თუმცა, ჰარინგტონი ამ პოპულარულ სერიალში თამაშს აგრძელებდა. ჟურნალისტებთან ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ამ შოუს საუკეთესო მოგონება ისლანდიაში სამი კვირის გატარება, მესამე სეზონის გადაღებისას იყო: „იმიტომ, რომ ულამაზესი ქვეყანაა, იმიტომ რომ პოლარული ციალი ჯადოსნურია და იმიტომ, რომ სწორედ იქ ვიგრძენი, როგორ შემიყვარდა. როდესაც ვიღაც მოგწონს, ის კი ფილმში შენ შეყვარებულს თამაშობს, ძალიან იოლია მისი შეყვარება“, – განაცხადა მან.
ფაქტია, ამ სქემამ წარმატებით იმუშავა და დღეს ცნობილი შეყვარებული გმირები რეალურ ცხოვრებაშიც ბედნიერები არიან.

FB კომენტარები

კომენტარი