სალვადორ დალის დაბადების დღე – ეპატაჟური მხატვრის საუკეთესო ციტატები (ფოტოკოლაჟი)

441
SHARE

დღეს უდიდეს ესპანელ მხატვარს, მოქანდაკეს, რეჟისორსა და მწერალს – სალვადორ დალის 112 წელი შეუსრულდებოდა. სიურეალიზმის ერთ-ერთ ცნობილ წარმომადგენელს საკუთარი აზრების მკვეთრად გამოთქმა შეეძლო, ის ენამახვილად საუბრობდა და არავისი რცხვენოდა. გთავაზობთ სალვადორ დალის საუკეთესო ციტატებს ქალებზე, ამბიციებზე, მტრებზე, ფულზე და ნამუშევრებზე.
1. მტრები რომ არ მყოლოდა, ის ვერ გავხდებოდი, ვინც ვარ. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მტრები საკმარისად იყვნენ.
2. ელეგანტური ქალი ისაა, რომელსაც სძულხართ და რომელსაც იღლიაში თმიანობა არ აქვს.
3. ყოველთვის ვხედავდი იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ, ის კი, რასაც სხვები ხედავდნენ, მე ვერ ვხედავდი.
4. „ოქროს ძალაუფლებისგან“ გათავისუფლების უმარტივესი საშუალება – გქონდეს ის ზედმეტი რაოდენობით.
5. როდესაც მეკითხებიან, რა განსხვავებაა ველასკესის ნამუშევარსა და კარგ ფოტოგრაფიას შორის, ვპასუხობ: „7 მილიონი დოლარი“.
6. ჩემსა და გიჟს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა: გიჟი ფიქრობს, რომ საღ გონებაზეა, მე კი ვიცი, რომ არ ვარ საღ გონებაზე.
7. იმდენის უნარი მაქვს, რომ საკუთარი სიკვდილის შესახებ ფიქრსაც ვერ დავუშვებ. სიმდიდრის გაფანტვა არ შეიძლება.
8. სულაც არ ვღელავ იმაზე, რასაც კრიტიკოსები წერენ. მე ხომ ვიცი, რომ გულის სიღრმეში მათ უყვართ ჩემი ნამუშევრები, თუმცა ამის აღიარების ეშინიათ.
9. დონ-კიხოტი შეშლილი იდეალისტი იყო. მეც შეშლილი ვარ, მაგრამ, ამასთან, კატალონიელი, და ჩემი სიგიჟე კომერციული უნარის გარეშეა.
10. 6 წლის ასაკში მინდოდა მზარეული გავმხდარიყავი, 7 წლის ასაკში – ნაპოლეონი, მის შემდეგ ჩემი ამბიციები შეურყევლად იზრდებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი