როგორ იქცა საქორწინო თაიგული ბედნიერების თილისმად

62
SHARE

შუა საუკუნეების ევროპაში პატარძლის კაბა ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნეოდა.
პატარძალი საკუთარ კაბას თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა, რადგან ირგვლივ მყოფი გასათხოვარი გოგოები ყველანაირად ცდილობდნენ, ამ თილისმის თუნდაც მცირე ნაწილი მოეპოვებინათ. ეს მათთვის იღბლიანი გათხოვებისა და ახალი ცხოვრების დაწყების ნიშანი იყო.

არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჯვრისწერიდან გამოსული პატარძალი გასათხოვარი გოგოების ალყაში ექცეოდა, შედეგად კი სახლამდე დაფლეთილი კაბით აღწევდა.
მოგვიანებით, საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, ეს ტრადიცია შეცვლილა – ბედნიერი ქორწინების მსურველს არა კაბის ნაწილი, არამედ პატარძლის წინდის დამჭერი უნდა ჩაეგდო ხელში.
ეს კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა, თუმცა ახლა უკვე პატარძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან გასათხოვარი ქალები პატარძლის წაქცევას და მისთვის წინდის გახდას ცდილობდნენ.
ეს უკანასკნელი იძულებული ხდებოდა, “ბედნიერებისთვის მებრძოლი” თავდამსხმელები ყვავილების თაიგულის სროლით მოეგერიებინა.

ამის შემდეგ უკვე  თაიგული იქცა ბედნიერების მომტან თილისმად.
სხვათა შორის, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.

FB კომენტარები

კომენტარი