სად, როგორ და რა ვითარებაში აჯობებს გაატაროთ შვებულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

150
SHARE

ნებისმიერი ჩვენგანი საკმაოდ დამღლელ ცხოვრებისეულ გრაფიკში ცხოვრობს, ამას ემატება ყოველდღიური სტრესი და ემოციები, რომელიც დამეთანხმებით არავის გვაკლია ყოველდღიურობაში. ამიტომ წელიწადში ერთხელ, თუნდაც არ გრძნობდეთ თავს მაინცდამაინც დაღლილად აუცილებელიც კია, რომ თავს დასვენების და მოდუნების საშუალება მივცეთ. ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზეა მოვლენილი ადამიანი, მისი მმართველი პლანეტისა და სტიქიის გავლენიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს ქვეყანა და ადგილი თუ სად აჯობებს ამ უკანასკნელისთვის დასვენება.

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათთვის დამახასიათებელია დინამიკური და აქტიური ცხოვრების წესი. ამიტომ ისინი იშვიათად ახერხებენ პასიურად დასვენებას. ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურჩევენ შვებულება ალპურ ზონაში ან მთიან ადგილებში გაატარონ. ასე მათი დაუშრეტელი ენერგია კარგად დაბალანსდება, პერიოდულად გამართული ლაშქრობების სახით ბუნებაში.

კურო, ქალწული და თხის რქა მიწის სტიქიის ნიშნებია. მათთვის უმთავრესია კომფორტი, ხარისხიანი კვება და სრული რელაქსაცია. შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებულებმა სასურველია დასასვენებლად სამხრეთის ქვეყნები აირჩიონ. ადგილები, სადაც მთის და ზღვის ჰავა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სასურველია ეს იყოს რომელიმე სამკურნალო

კურორტი – აბაზანებით, მინერალური წყლით ან ტალახით. იმიტომ რომ მიწის ნიშნები მოგეხსენებათ, დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი სხეულის ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვას.

კირჩხიბებს, თევზებსა და მორიელებს წყლის სტიქიას მივაკუთვნებთ. ეს არის ყველაზე ემოციური და სენსიტიური ხალხი. ამიტომ მათთვის აბსოლუტურად პასიური დასვენებაა საჭირო პერიოდულად გადატანილი ემოციებისა და სტრესისგან დასაცლელად. საუკეთესო ვარიანტი ამ მხრივ ზღვისპირა კურორტებია. განსაკუთრებით ისეთი, სადაც საწყალოსნო სპორტია განვითარებული. წყალთან ურთიერთობა კირჩხიბებს, თევზებს და მორიელებს საოცრად მატებს ენეგრიას და სასიცოცხლო ტონუსს. გარდა ამისა, ზღვისპირას ჯდომა, მედიტაცია და სიმშვიდე მათზე განმკურნებლად მოქმედებს ნერვული სტრესის დროს.

გაგრძელება: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი