სად ააშენა ტაძარი კახა კალაძემ საკუთარი სახსრებით

264
SHARE

თბილისთან ახლოს, შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელიც კახი კალაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ თბილისის მერს ქველმოქმედების საჯაროობა არ სურდა.

„შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ნამდვილად კახი კალაძის ძალისხმევით და სახსრებით აშენდა, მაგრამ მას თავად არ ჰქონია სურვილი ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო” – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.

ცნობისთვის: 2015 წელს ტაძრის გახსნას სხვა საპატიო სტუმრებს შორის, საქართველოს პატრიარქიც ესწრებოდა. მაშინ კალაძე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. სიტყვით მიმართვის დროს კალაძემ აღნიშნა, რომ ტაძარი იმ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება ვინც 2008 წლის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. „ეს ტაძარი ამ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება“ – თქვა მაშინ კალაძემ.
ამავე ტერიტორიაზეა გადაღებული ფილმი „შინდისის გმირები“.

FB კომენტარები

კომენტარი