საახალწლო ტესტი – რა გელით 2015 წელს?

49
SHARE

დამდეგ ახალ წელთან შესახვედრად, აუცილებელია განვლილი წლის პერიპეტიებს გადავავლოთ თვალი. შევაჯამოთ წლის შედეგები და სამომავლოდ გეგმებიც დავსახოთ. ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი კი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ კონკრეტულად რა მოვლენები და სფეროები იქნება პრიორიტეტული თქვენთვის მომავალ 2015 წელს. ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან ერთ-ერთი, ყველაზე ოპტიმალური და თქვენთვის მისაღები ვარიანტი აირჩიეთ და რაც მთავარია, პასუხებში არავითარ შემთხვევაში არ ჩაიჭყიტოთ წინასწარ!

 

1. ცხვარი გაკრეჭილი წარმოგიდგენიათ – მართალია, “უქურქოდ” რჩება, მაგრამ მატყლი სასარგებლო საქმეს ანუ სხვების გათბობას მოხმარდება.

2 . ფიქრობთ, რომ ცხვარი ერთი შეხედვით უჭკუოა, მაგრამ რეალურად ბრძენი ცხოველია. თავის “მოსულელებით” მას შეუძლია რეალურად ბევრი განსაცდელი აირიდოს თავიდან.

3. ცხვრის ფარა, რომელიც მგლის დანახავაზე ბღავის და საშველად ძაღლებს უხმობს, თქვენთვის განასახიერებს რეალური მეგობრობისა და თანადგომის სიმბოლოს. როგორც იტყვიან “ძალა ერთობაშია”.

4. ცხვართან თქვენი ასოციაცია ყოველთვის უკავშირდება პატარა ბეკეკას და დედაშვილურ სიყვარულს, სილამაზეს.

5. “ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა ცხარიაო”.

ახლა კი პასუხების წასაკითხად მოემზადეთ:

1. თუ ცხვარი გაკრეჭილი და უმატყლო ქურქის გარეშე წარმოიდგინეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წლის მანძილზე მატერიალური სფერო ერთობ ცვალებადი გექნებათ. შესაძლებელია, გარკვეული დანაკარგებიც გქონდეთ ამ მხრივ, ან რაიმე ტიპის მსხვილი კაპიტალდაბანდება მოგიწიოთ, რომელიც სამომავლოდ კარგ შედეგებს მოიტანს, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომიის გაკეთება მოგიხდებათ ამ მიზეზით.

2. თუკი მეორე ვარიანტი აირჩიეთ – 2015 წელს ყველანაირ საფრთხეს ოსტატურად აარიდებთ თავს და დიპლომატიურობის განსახიერება იქნებით. გამორიცხული არაა სამსახურეობრივ წინსვლასაც გამოჰკრათ ამგვარი მიდგომით ხელი.

3. ვარიანტი მესამე ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარება ჰაერივით დაგჭირდებათ გარკვეული პრობლემების გადალახვაში. ეს ის წელია, როცა საკუთარი ფესვებისა და გვარის რეალურ მნიშვნელობას დაუფიქრდებით, დააფასებთ და ახლო წრის ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ძირეულად შეგეცვლებათ.

4. თუკი ცხვარის ხსენებაზე ავტომატურად ფიქრობთ ლამაზ, საყვარელ ციკანზეც ეს იმას ნიშნავს, რომ 2015 თქვენთვის სიყვარულის, ოჯახის შექმნის ან პოტენციური მშობლის “ტვირთის” ნებაყოფლობით მიღების წელია. ასე რომ, ცვლილებებისთვის მოემზადეთ.

5. დაბოლოს, ვარიანტი მეხუთე თუ აირჩიეთ – დამდეგ წელიწადში კონფლიქტების ალბათობა საკმაოდ დიდი იქნება თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია, დაპირისპირება სრულიად სამართლიანად მოხდეს და საკუთარი პოზიციის ან ღირსების დასაცავად მოგიწიოთ ხმის ამაღლება. ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია, სიმართლე მუშტი-კრივით და სკანდალებით არ ამტკიცოთ და გაცილებით უფრო მშვიდობიანი ფორმა მონახოთ თქვენი ინტერესების დასაცავად.

FB კომენტარები

კომენტარი