რჩევები, რომელიც ინტელექტის ამაღლებაში დაგეხმარებათ

191
SHARE

ალბათ ფიქრობ, რომ ინტელექტი ბუნებით დაყვება ადამიანს და მისი შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ მეცნიერება ამტკიცებს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. წარმოგიდგენთ ხუთ ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ ინტელექტის ამაღლებაში.

1. ყოველდღიურად ჩაიწერე, თუ რამე ახალს გაიგებ
როდესაც რაიმე ახალს გაიგებ, არ დაგეზაროს და ჩაიწერე. ასეთი ხერხი ძალიან დაგეხმარება ერუდიციის ამაღლებაში.

2. შეადგინე სია იმისა, თუ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში
ინტელექტი თავდაჯერებულობასა და ბედნიერებას გულისხმობს, ასე რომ, გაზარდე ისინი იმ ჩამონათვალით, თუ რა გაქვს გაკეთებული ცხოვრებაში და ამით მარტივად მიხვდები, რისი გაკეთება გსურს მომავალში.

3. ხშირად ითამაშეთ
სამაგიდო თამაშები და ფაზლები  არა მხოლოდ კარგი გასართობი, არამედ მშვენიერი ხერხია ინტელექტის კოეფიციენტის ასამაღლებლად. იქნება ეს ბრიჯი, ჭადრაკი, ჩაძირობანა თუ ნარდი, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, საკუთარი სტრატეგიული აზროვნებით ააწყოთ თამაში.

4. ბევრი იკითხე
არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ კითხვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ინტელექტის ასამაღლებლად. მართალია, იმაზე, თუ რა უნდა იკითხო, არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზოგი თვლის, რომ საჭიროა ყოველდღიური გაზეთების კითხვა, ზოგი კი მხატვრული ან სამეცნიერო ლიტერატურის კითხვას გირჩევთ. თუმცა ერთში ყველა თანხმდება – კითხვა აუცილებელია.

5. შეისწავლე ახალი ენა
არ არის საჭირო უცხო ენაზე თავისუფლად საუბარი ისწავლო ან პირდაპირ საზღვარგარეთ გაეშურო ნასწავლი ენის პრაქტიკაში გამოსაყენებლად და გასაუმჯობესებლად.

განაგრძეთ კითხვა:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი