რუსეთის უკანასკნელი იმპერატორისა და იმპერატრიცას ნეშტებს ექსჰუმაცია ჩაუტარეს (ფოტოკოლაჟი)

418
SHARE

რუსეთის საიმპერატორო ოჯახის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა იმპერატორ ნიკოლოზ მეორისა და დედოფალ ალექსანდრას ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარა. ინფორმაციას ტელეკომპანია Россия 24 ავრცელებს. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევებს რომანოვების საგვარეულო მხარს უჭერს. რომანოვების საგვარეულოს ადვოკატის გერმან ლუკიანოვის გაცხადებით, ეს პროცედურა ცხადყოფს, რომ სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ნამდვილად რუსეთის ბოლო იმპერატორისა და იმპერატრიცას გვამებია დაკრძალული. საქმეზე ხელახალი გამოძიების მიმდინარეობას ადასტურებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიც.

“ეკლესიამ დააყენა გვამების ავთენტურობის საკითხი, ასევე ისიც, თუ ცხედრების რომელი ნაწილები იქნა გამოკვლეული. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ეჭვი გვამების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ასევე იქნა თუ არა გამოკვლეული მთლიანი ჩონჩხი და კიდევ ბევრი სხვა საკითხი. თავადის ქალი მარია ვლადიმიროვნა (რუსეთის საინოპერატორო სახლის ხელმძღვანელი) იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და ეკლესიის მიერ დასმულ ყველა კითხვას სათანადო პასუხები გაეცემა”, – განაცხადა ადვოკატმა ლუკიანოვმა.

ექსპერტ-კრიმინალისტ ვლადიმირ სოლოვიევის განმარტებით, რომანოვების საგვარეულოს ბოლო წარმომადგენლების გვამებს გენეტიკური გამოკვლევები მოსკოვში ჩაუტარდება.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ მკვლევარები, რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრების გარდა, მათი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლების გენეტიკასაც შეისწავლიან. საქმეზე გამოძიება 1993 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის სამეფო დინასტიის წევრთა დამარხულ სხეულებს ეკატერინბურგთან მიაკვლიეს. ცხედრები იმ ადამიანებს განეკუთვნებოდა, რომლებიც 1918 წლის 16 და 17 ივლისს დახვრიტეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გვამები რუსეთის ყოფილ და ბოლო იმპერატორ ნიკოლოზ II რომანოვს, მის მეუღლეს – იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნასა და მათ შვილებს – ოლგა, ტატიანასა და ანასტასია რომანოვებს მიეკუთვნებოდა. მაშინ აღმოჩენილ გვამებს შორის ასევე, სამეფო კარის ექიმის ევგენი ბოტკინის, მოახლე ანა დემიდოვოს, სამეფო კარის პოვარის ივან ხარიტონოვისა და ლაქია ალექსეი ტრუპის ცხედრებსაც მიაკვლიეს.

56488_original

83421_f520_922b669ccdbfe07c45e6589e46a910da_553

937931869

fc190d6e9f13529c4aaced48ae10ef0d

foto_7

Romanovs1915

The-Romanov-Family-in-Traditional-Russian-Uniform-anastasia-romanov-18577671-760-444

tumblr_m7brifv4G81r2r773o1_r1_1280

xw_1146847

xw_1146854

FB კომენტარები

კომენტარი