რუსები სერიალ “ჩერნობილის” საკუთარ ვერსიას იღებენ

54
SHARE

HBO-ს მინისერიალმა – Chernobyl ყველანაირი რეკორდი მოხსნა, სერიალი IMDb-ის რეიტინგში ლიდერია. “ჩერნობილი”  1986 წლის 26 აპრილს  ჩერნობილში რეაქტორში მომხდარი ბირთვულ კატასტროფის შესახებ მოგვითხრობს.
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის თითოეულ ეპიზოდს კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა, რუსული მედია   შოუს თითქმის ყველა დეტალს აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა არხმა NTV უკვე დააანონსა, რომ “ჩერნობილის” თავიანთი ვერსია უკვე იღებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სერიალის სიუჟეტი ჩერნობილის კატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და დეტალურად გაჰყვება როგორც აფეთქების შემდგომ, ასევე – გამოძიების პერიოდს.

“ჩერნობილის” რუსული ვერსიის მთვარი პერსონაჟები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი და KGB-ის აგენტი იქნებიან.

FB კომენტარები

კომენტარი