რულოვსთან შეხვედრაზე წასვლის გამო ხურჩაში ქმარმა ცოლი სცემა

98
SHARE

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში წინასაარჩევნო კამპანია ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს
როგორც ირკვევა, ხურჩაში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი საკუთარ ცოლს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდა, რომ მისი მეუღლე გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა კოორდინატორმა, ბაჩანა ეხვაიამ ქალის ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაურეკა და განუცხადა, რომ ეს ქალბატონი პოლიტიკისთვის ჩამოეშორებინათ.
„შვილს უთხრეს, რატომ წავიდა დედაშენი – „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკა ვიღაცამ. ამის გამო მოუვიდა ცოლ-ქმარს უთანხმოება. „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა დარეკა იმიტომ, რომ მოეხდინა ზეგავლენა, ოჯახს არ მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე. როგორ შეიძლება, სახელმწიფო დონეზე ხდებოდეს, რომ ასე დაუპირისპირო ოჯახი ერთმანეთს, მეზობლები ერთმანეთს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
„ქართული ოცნების“ შტაბში ფაქტს არ ადასტურებენ.

FB კომენტარები

კომენტარი