რომის პაპმა და რუსეთის პატრიარქმა ერთსქესიანთა ქორწინება დაგმეს

83
SHARE

რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს კუბაში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათი ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.
განცხადება 30 – პუნქტიანია, მასში მნიშვნელოვანი ადგილი ერთსქესიანთა ქორწინებებს ეხება.

როგორც რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი აღნიშნავენ, ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის არის შესაძლებელი.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ოჯახის ინსტიტუტის კრიზისის გამო. ეს კრიზისია არა რომელიმე ერთ ,არამედ ბევრ ქვეყანაში. ოჯახი უნდა ემყარებოდეს ქალისა და მამაკაცის თავისუფალ ნებას და სიყვარულს. ვწუხვართ, რომ ბიბლიური ტრადიცია – მშობლობა და დედობა, რომელიც გამომდინარეობს ქალისა და კაცის ქორწინებიდან, საზოგადოების ცნობიერებიდან განდევნილია. ჩვენ ვწუხვართ, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმებიც ქორწინების დონემდეა აყვანილი”, – აღნიშნულია რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის განცხადებაში, რომელიც რუსეთის სულიერი ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათვე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს გეიწყვილებისათვის რიგ ქვეყნებში შვილის აყვანის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

12721679_1133207000057476_315239323_n

FB კომენტარები

კომენტარი