რომელი ზოდიაქოს ნიშნები გამდიდრდებიან 2019 წელს

1876
SHARE

2019 წელი ყვითელი ღორის წელია. რას გვიწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები ამ წელს, რომელ ნიშნებს აქვთ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი.
1. ვერძი – თქვენი საფულე 2019 სულ სავსე იქნება. არ გამოგელევათ ფული, ყურადღებით იყავით მისი დახარჯვის დროს, არ გაფლანგოთ. ჩადეთ ფული რაიმე ბიზნესში და დარწმუნებულები იყავით, რომ ეს საქმე მომგებიანი იქნება.
2. კურო – ეს წელი ფინანსური თვალსაზრისით ძალიან კარგი იქნება, თუმცა უფრო მეტად არა თქვენი საქმიანობის გამო, არამედ თქვენი პარტნიორის. წლის ბოლოს მოსალოდნელია, რომ დიდი რაოდენობით შემოსავალი გაგიჩნდებათ. შეიძლება სულაც ლატარიაში მოიგოთ ჯეკ-პოტი.
3. ტყუპები – თქვენ არასდროს გაქვთ საკმარისი ფული. ეს იმის ბრალია, რომ არ იცით, როგორ დახარჯოთ ფული ყაირათიანად. ვერ ანაწილებთ და მალე აცარიელებთ საფულეს. ფულის გაფრთხილებას თუ ისწავლით, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ​ მფლანგველობას თუ გააგრძელებთ, ფინანსური კრიზისი გელოდებათ.
4. კირჩხიბი – თუ ძვირადღირებული და გამოუსადეგარი ნივთების შეძენას არ დაივიწყებთ, ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები შეგექმნებათ. მოსალოდნელი არ არის, რომ თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ კრიზისიც არ გელოდებათ. მთავარია, რომ ჭკვიანურად ხარჯვა ისწავლოთ.
5. ლომი – ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები გელოდებათ, მაგრამ თქვენი მტკიცე და მებრძოლი ხასიათის წყალობით, მარტივად შეძლებთ მათ მოგვარებას. წლის ბოლოსთვის ყველაფერს თქვენს სასიკეთოდ შემოაბრუნებთ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ემოციური მდგრადობა.
6. ქალწული – მილიონერი ვერ გახდებით, მაგრამ გექნებათ იმდენი ფული, რამდენიც საკმარისია იმისთვის, რომ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოთ. მოგეცემათ კარგი შესაძლებლობები ფინანსური თვალსაზრისით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, დაინახოთ და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები.
7. სასწორი – მადლობა გადაუხადეთ იუპიტერს, რადგან ამ პლანეტის გავლენის წყალობით დოლარები დაიწყებს თქვენს ცხოვრებაში შემოდინებას და თქვენი საფულე, რამდენიც უნდა ხარჯოთ, მაინც ყოველთვის სავსე იქნება.
8. მორიელი – ფინანსური თვალსაზრისით სტაბილური წელი გელოდებათ, თუმცა არ უნდა ელოდოთ ლატარიაში მოგებას და მსგავს იღბლიან შემთხვევებს. ფინანსურ სტაბილურობას მხოლოდ ბევრი შრომის შედეგად შეინარჩუნებთ.
9. მშვილდოსანი – როგორც წესი, ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას იჩენთ ფულთან დაკავშირებით. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ფინანსებს ეხება. სანამ კონტრაქტზე ხელს მოაწერთ, ყურადღებით წაიკითხეთ ის. მაქსიმალურად კონცენტრირდით და გადაწყვეტილებები დაუფიქრებლად არ მიიღოთ. ამ შემთხვევაში, ფინანსური თვალსაზრისით, სტაბილურობა გელოდებათ.
10. თხის რქა – 2019 წელს თქვენი მიღწევებით საკუთარ თავსაც კი გააკვირვებთ. ფინანსური თვალსაზრისით დიდი წარმატება გელოდებათ და ყველაფერს თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწევთ. მოგეცემათ შესაძლებლობა, დატკბეთ ცხოვრებით. იმდენი ფული გექნებათ, რომ ყველა ოცნებას აისრულებთ, რომლებსაც ფულის სიმწირის გამო ვერ ისრულებდით.
11. მერწყული – სამსახურში დაგაწინაურებენ და თქვენი ხელფასიც გაიზრდება. ეს გარკვეულწილად ფინანსური სტაბილურობის განცდას შეგმატებთ. შესაძლოა,ძვირადღირებული მოგზაურობისთვის საკმარისი თანხა ვერ შეაგროვოთ, თუმცა არც ფინანსური კრიზისი გელოდებათ.
12. თევზები – ხშირად არც იცით, რა რაოდენობის თანხა გაქვთ სახელფასო ბარათსა თუ საფულეში. არ გიყვართ ფულის დათვლა, მაგრამ ფინანსურ კატასტროფას რომ თავი აარიდოთ აუცილებლად უნდა მოიკრიბოთ ყურადღება და ფულის რაოდენობა, შემოსავალი და ხარჯები აკონტროლოთ.

FB კომენტარები

კომენტარი