როგორ “ღელავდა ზღვასავით” მეტროსადგურ “ვარკეთილის” ჭერი ჩამონგრევამდე (ვიდეო)

520
SHARE

ყველა სიკეთესთან ერთად, ვარკეთილის ახალი ჭერი ზღვასავით ღელავს მატარებლის შემოსვლისას – ამ სათაურით ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო განათავსა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ყვარელ რემმშენმა“ შეასრულა, რომლის ჯამური ღირებულება, 347 852 ლარს შეადგენს. სარემონტო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევიდა. გუშინ დილით კი, აღნიშნულ მეტროსადგურში, ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

FB კომენტარები

კომენტარი