როგორ უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა პირბადე – ამირან გამყრელიძის განმარტება

118
SHARE

ეროვნული გამოცდების დაწყებასთან ერთად, აქტუალური ხდება აბიტურიენტებისთვის პირბადის გამოყენების საკითხი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტს მაგიდასთან პირბადის მოხსნის საშუალება ექნება:

„კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანებს ამ დროს ეკეთოთ პირბადე.

აბიტურიენტებს ჰქონდათ წუხილი, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია. აქაც გამოიანახა კომპრომისი.

აბიტურიენტი შენობაში უნდა შევიდეს გამოცდაზე პირბადით. პირბადე უნდა ეკეთოს საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებსა  და ზედამხედველებთან კონტაქტის დროს.

ერთადერთი, როდესაც აბიტურიენტი დაჯდება მაგიდასთან, მაშინ შეუძლია, მოიხსნას პირბადე. მაგიდები არის განლაგებული უფრო მეჩხერად, ახლა ერთ ოთხში უფრო ცოტა მაგიდაა.

მაგიდებს შორის არის, მინიმუმ, 2-მეტრიანი დისტანცია და არის ე.წ. დეზობარიერი, ანუ სრულად დაცულია აბიტურიენტი.

მაგიდაზე დაჯდომის დროს ჩვენ ვუშვებთ ამ გამონაკლისს, რომ თუ არ უნდა პირბადის ტარება, აბიტურიენტს შეუძლია, მოიხსნას, თუმცა თუ საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებს ან საპირფარეშოში გასვლა მოუნდება, უნდა გამოიყენოს პირბადე.

მას პირბადის მოხსნა მხოლოდ მაგიდასთან, მუშაობის პროცესში შეუძლია. მას ამისთვის არავინ დასჯის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი