როგორ დაიკლო ოთარ ტატიშვილმა 42 კილოგრამი

280
SHARE

ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა სერიალიდან, “შუა ქალაქში”, გაიცნო, სადაც ის როხროხა ექიმ ირაკლი ჩხეიძეს თამაშობდა. ტატიშვილი პროფესიით მისი ცნობილი პერსონაჟის მსგავსად ექიმია, თუმცა ტელეწამყვანობასაც ითავსებს და დილის გადაცემა მიჰყავს. იმ დროს, როცა ეკრანზე გამოჩნდა, ტატიშვილი ამბობს, რომ 123 კილოს იწონიდა და დაკლება გადაწყვიტა, მაშინ როცა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
ტატიშვილმა გაამხილა, თუ როგორ შეძლო 42 კილოგრამის დაკლება. მისი თქმით, საწყის ეტაპზე ცილების დიეტით დაიწყო, რომელსაც ცურვას უთავსებდა, თუმცა ასევე დასძენს, რომ წონის კლებისთვის ცურვაზე ეფექტური სირბილია. ცილების შემდეგ, მეორე ეტაპია სხვადასხვა საკვების გამიჯვნა. მაგალითად, ერთ დღეს მიირთმევთ მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს. მეორე დღეს – მხოლოდ ცილებს, მაგალითად მოხარშულ თევზს, უცხიმო ხორცს, ქათმის ფილეს, მაწონს. ტატიშვილი გახდომის მსურველებს ურჩევს, რომ ყველგან საკუთარი კონტეინერით იარონ, თუნდაც წვეულებებზე, რადგან ის ერთი წლის განმავლობაში ასე იქცეოდა.

FB კომენტარები

კომენტარი