როგორ დავემსგავსოთ ვარსკვლავებს – 10 რჩევა ქალბატონებისთვის

36
SHARE

1. შეიღებეთ ზედა ქუთუთო ლაინერით – ეს თქვენს თვალებს უფრო ლამაზს და მიმზიდველს წარმოაჩენს. რა თქმა უნდა, შავი ფერი ყოველთვის მოდურია, მაგრამ ნუ მოერიდებით ექსპერიმენტების ჩატარებას და გამოიყენეთ სხვა ფერის ლაინერიც;

​2. რბილი და გლუვი კანი – ჯანსაღი და გლუვი კანი არის ის, რაზეც ყველა ქალმა უნდა იზრუნოს. თუ გსურთ, რომ შესაშურად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია, კანი მოვლილი და პრიალა გქონდეთ. იზრუნეთ თქვენს კანზე ისე, რომ ასხივებდეთ;

​3. წითელი ტუჩსაცხი – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანთა უმეტესობა წითელ ფერს ახალგაზრდობასთან, სექსუალურობასა და მიმზიდველობასთან აიგივებს. არ არის გასაკვირი, რომ ქალი წითელი ტუჩსაცხით ყოველთვის გრძნობს გარშემომყოფი მამაკაცების დაჟინებულ მზერას. გახსოვდეთ, რომ წითელი ტუჩსაცხი მაკიაჟთან ჰარმონიაში უნდა იყოს;

4. თვალის მსუბუქი ჩრდილები – ასეთი ჩრდილები სეზონის ტრენდია. მას იყენებენ მოდელები, როცა გამოდიან პოდიუმზე, ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არ უნდა წაისვათ;

5. მოვლილი და კარგად გამოკვეთილი სქელი წარბები – ყველა ვიცით, რომ სქელი წარბები სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. ბუნებრივი გარეგნობა არის ის, რაც ყოველთვის ყველას იზიდავს. თუმცა, აუცილებლად ფრთხილად იყავით – ის ულვაშს არ დაემსგავსოს; ამიტომ, აუცილებლად მოვლა სჭირდება;

6. კანის ბუნებრივი ფერი – ხშირად, გოგონები ტონალურის სქელ ფენას იყენებენ არასრულყოფილი კანის დასამალად. სამწუხაროდ, პრობლემის დამალვა ამ ხერხით არასწორი მიდგომაა. თქვენ, ამ დროს, ნამცხვარს ჰგავხართ, კანის პრობლემები კი უფრო რთულდება. ტონალური ყოველთვის თხელ ფენად წაისვით. თუ გსურთ, სახეზე რაიმე ნაკლოვანება დაფაროთ, გამოიყენეთ კორექტორი;

7. მიმზიდველი თვალები – მზერა, რომელიც მიუწვდომელს წარმოგაჩენთ. თქვენ წვეულების ნამდვილი ვარსკვლავი გახდებით, ასე დახატული თვალებით;

8.ვარდისფერი ტუჩსაცხი – ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი ახლა საოცრად მოდურია. თუ პაემანზე მიდიხართ, თავი აარიდეთ პრიალა ტუჩსაცხის წასმას. გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს ის ეზიზღებათ;

9.ბუნებრივი და სასიამოვნო მაკიაჟი – მაკიაჟი, რომელიც ბუნებრივობას არ გართმევთ, ყოველთვის მოდურია. ის ხაზს უსვამს თქვენს ღირსებას და ფარავს ნაკლოვანებებს. თქვენი სახის მშვენებას წინ ვერავინ აღუდგება;

10.ჰოლივუდის ღიმილი – შეურიეთ ერთმანეთს მცირეოდენი საჭმელი სოდა და კბილის პასტა. დაიტანეთ ის ალუმინის თხელ ფირფიტაზე, მიიკარით კბილებზე, გაიჩერეთ ერთი საათით. ახლა კი, უთხარით “გამარჯობა” თქვენს ჯადოსნურ ღიმილს.

FB კომენტარები

კომენტარი