როგორ გავიმარტივოთ  მგზავრობის დაგეგმვა?

229
SHARE

IMGZAVRE.GE არის პირველი ქართული ინტერნეტ პორტალი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სამგზავრო ბილეთების ონლაინ შეძენას სწრაფად და მარტივად. პორტალის მეშვეობით შესაძლებელია მატარებლის, ავტობუსის, მიკროავტობუსის და მინივენის ბილეთების შეძენა, როგორც საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის და დაბის, ასევე რამოდენიმე ქვეყნის მიმართულებითაც.
საქართველოში  ამ დრომდე არ არსებობდა ერთიანი ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დეტალური ინფორმაციის მოძიება სამგზავრო ბილეთების ფასების, ტრანსპორტის განრიგის და თავისუფალი ადგილების შესახებ. ეს თავისთავად იწვევდა არაკომფორტულობის შეგრძნებას და მგზავრობის დაგეგმვის პროცესსაც ართულებდა.  სწორედ ამიტომ შეიქმნა Imgzavre.ge, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებლებს დაეხმაროს მგზავრობის მარტივად დაგეგმვაში. კომპანიის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია და მაღალი სტანდარტების შექმნაა. აღარ არის საჭირო ბილეთების ფასების თუ ტრასპორტის განრიგის ერთმანეთთან შედარების მიზნით ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა საიტებიდან.

Imgzavre.ge-ს სერვისით სარგებლობა ძალიან კომფორტულია, სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება და შერჩეულ დღეს სასურველი მიმართულებით ბილეთების შეძენა. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ ვებგვერდს www.imgzavre.ge, მიუთითოთ საწყისი და დანიშნულების ქალაქი და გამგზავრების თარიღი. სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ ყველა სახის ტრანსპორტს აღნიშნული მიმართულებით. ადგილების არჩევა შესაძლებელია მატარებლებზე, ავტობუსების უმეტესობასა და რამოდენიმე მიკროავტობუსზე. რეისზე დაკლიკების შემდეგ გამოჩნდება ადგილების განლაგების სქემა, სასურველი რაოდენობისა და ადგილების მონიშვნის შემდგომ კი უკვე შეგეძლებათ  შეიძინოთ ბილეთები ონლაინ რეჟიმში.
Imgzavre.ge -ს ფუძემდებელია ონლაინ მარკეტინგული კომპანია AdvertWise, რომელსაც ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროექტების მართვის მიმართულებით 7 წლიანი გამოცდილება აქვს.

Comments

comments