როგორ გადაუხადა „სამაგიერო“ მამამ შვილის დამბულინგებელს

61
SHARE

აშშ-ს შტატ ტეხასში მცხოვრებმა ობრი დელინზერმა შეიტყო, რომ მის რვა წლის შვილს, ჯორდანს სკოლაში ამცირებენ. მამაკაცმა გადაწყვიტა, არ მოეწყო სკანდალი და არ დაეწყო საქმის გარჩევა. მან ურთიერთობების დალაგების სხვა გზას მიმართა და მშვენიერ შედეგსაც მიაღწია.
ტატუს ხელოსანმა ობრიმ სოციალურ ქსელებში დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ მოაგვარა ურთიერთობა ხულიგანთან, რომელიც მის შვილს აბულინგებდა. მან ბიჭი, სახელად თამერიონი, სასეირნოდ დაპატიჟა. საუბრის დროს გაარკვია, რომ ბიჭის ოჯახს ძალიან უჭირს, მათ ფაქტობრივად, საცხოვრებელიც არა აქვთ, არ გააჩნიათ საკმარისი ფული და თავად ბიჭი სკოლაში ჭუჭყიან ტანსაცმელში დადის, რის გამო მასაც ამცირებენ. ამის გაგების შემდეგ, ობრიმ ბიჭი მაღაზიაში წაიყვანა და ახალი სამოსი უყიდა. ამის შემდეგ, ვიდეოც გადაიღო, რომელიც მალე ვირუსული გახდა.
„ჩვენ აზრზე არ ვართ, რისი გადატანა უწევთ ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ჩვენთვის სულერთია. გუშინ მასთან ერთად ცოტა დრო გავატარე, საყიდლებზე წავიყვანე და თან საკუთარი თავის პატივისცემას, პირდაპირობას, ნდობას და სამართლიანობას ვასწავლიდი“,- ამბობს 8 წლის ბიჭის მამა.
ამას გარდა, როცა დაინახა, რომ ამ ისტორიით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, მან ინტერნეტ პლატფორმის GoFundMe-ს მეშვეობით, გაჭირვებული ბიჭის ოჯახისთვის ფულის შეგროვების ორგანიზება მოახერხა.
რა თქმა უნდა, საკუთარი შვილიც არ დავიწყებია. მან ჯორდანს და მის დამბულინგებელს შეხვედრა მოუწყო, რის შედეგადაც, კონფლიქტი ამოიწურა. ბიჭებმა გაუგეს ერთმანეთს და დამეგობრდნენ კიდეც. ახლა ისინი დროს ერთად ატარებენ, ობრი კი საზოგადოებას მათი ურთიერთობის შესახებ დეტალებს სოციალური ქსელის მეშვეობით უზიარებს.

FB კომენტარები

კომენტარი