როგორ გადარჩინეს ბავშვებმა ბებია სიკვდილს

50
SHARE

 

ბებია ორმა შვილიშვილმა გულის შეტევისგან გადაარჩინა. ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ, როდესაც შენიშნეს, რომ ბებია ცუდად გახდა და გონებას კარგავდა. 10 წლის კიან რუმ და 7 წლის გრეისონმა დრო არ დაკარგეს, ერთმა ხელოვნური სუნთქვის გაკეთება დაუწყო ბებიას, ხოლო მეორემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
​სანამ ექიმები მოვიდოდნენ, ამასობაში ბავშვებმა “პაციენტს” გულის მასაჟებიც გაუკეთეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ არა პატარების ასეთი ყურადღება და დახმარება, ბებიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იქნებოდა.
​ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და სახლში განაგრძობს მკურნალობას.
​შემთხვევა კანადაში მოხდა.

Comments

comments