როგორ აღმოვაჩინოთ დამნაშავე. 5 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი დამნაშავეა

140
SHARE



   არასდროს გიოცნებიათ, სხვისი აზრების წაკითხვის უნარი გქონოდათ და გაგეგოთ, იტყუება ის თუ არა? ამის სწავლა არცთუ ისე რთულია, რადგან დამნაშავე თავს ყოველთვის ავლენს.


1. სხეულის ენა – ადამიანი, რომელიც იტყუება, ვერ აკონტროლებს ორგანიზმის რეაქციას. ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი სახეზე წითლდება, ოფლიანდება, ოდნავ აკანკალებს ან პირის უშრება, რაც ტყუილის პირველი ნიშანია. ანდა, თუ დამნაშავე ყურზე ხელს იკიდებს, ცხვირს იწმენდს, ხელებს გადაიჯვარედინებს, ფეხებს აბაკუნებს და ამ ყველაფერს აკეთებს მაშინ, როდესაც თვითონ საუბრობს.

2. „ისრების გადატანა“ – ეჭვმიტანილები ცდილობენ, საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ, ისინი ამას ზოგჯერ საკუთარ მსხვერპლსაც აბრალებენ. მაგალითად, როდესაც ბავშვთან უხეში მოპყრობა ტრაგედიით დასრულდა, ეჭვმიტანილი ამბობს: „ცოლმა დამიტოვა ბავშვი. იცოდა ჩემი ფეთქებადი ხასიათი და ამიტომ დამნაშავე ის არის“. „ისრების გადატანის“ მეშვეობით ადამიანები ცდილობენ, საკუთარი საქციელს უპოვონ გამართლება.

3. ფიცი – თუ ადამიანი დამნაშავე არ არის, ის მოკლედ უპასუხებს: „არა“ და დაფიცებას არ დაიწყებს.

4. პირდაპირი პასუხისგან თავის არიდება – კიდევ ერთი კლასიკური ნიშანი, როდესაც ადამიანი მოკლე პასუხის: „კი“ ან „არას“ ნაცვლად, ზედმეტ ინფორმაციას გაწვდით, ესე იგი, იტყუება. დამნაშავე ეცდება, სხვა მიზეზების ჩამოთვლას და თქვენი უეცარი კითხვა, რომელზეც პასუხი: „კი ან არა“ არის, მასზე არ იმოქმედებს. ის აქეთ დაგადანაშაულებთ, რომ არ უსმენთ.

5. უადგილო ქათინაური – სერიოზული საუბრის დროს, როდესაც ადამიანი თავად გისვამთ კითხვას და ქათინაურს გეუბნებათ, ის ამით თავს იცავს. შესაძლოა, ნამდვილად მეგობრულადაც არის განწყობილი, მაგრამ თუკი დამნაშავეა და თქვენ გაქვთ ალიბი, ამ შემთხვევაში ის თავს იცავს.

FB კომენტარები

კომენტარი