რას პასუხობს აჩი ფურცელაძე კრიტიკოსებს

254
SHARE

სოციალურ ქსელებში ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილავენ მომღერალ აჩი ფურცელაძის განცხადებას, რომელიც მან ჟურნალ “სარკესთან” გააკეთა. ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა ქართველი ქალბატონების, და არამარტო ქალბატონების მხრიდან, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
კრიტიკული განცხადების ერთ-ერთ ავტორს, ელენა ქუმსიაშვილს მომღერალმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე უპასუხა.

“კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქალბატონმა ელენემ, რომ ჩაძინება ჩაბანაში სეკვესტრია ქართველ გოგონებში და მოსავლელი ღმერთმა არ გამხადოს, მითუმეტეს თქვენნაირი ქალბატონის სიახLOVEში. გაიხარეთ, ძალიან მაცინეთ დილიდან მეც და ჩემი სამეგობროც. და ისე, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. მაგრამ ცუდ გამგონს ვერ ეყოლება კარგი მთქმელი, ასე რომ… მიხედეთ თქვენს აშკარად დალაგებულ ცხოვებას, თქვენს ოჯახს. მე როგორმე მოვნახავ ქალს, რომელიც ისე მომივლის და დამაძინებს და მითუმეტეს ჩამბანს, როგორც მე მესიამოვნება. დამიჯერეთ, მერწმუნეთ ქნ ელენა ეს ორმხრივი ემოციები და ქმედებანი იქნება. გმადლობთ, რომ გამოყავით თქვენი ძვირფასი დროის დამდენიმე წუთი და დამითმეთ მე “მოუვლელ” არჩილს ზურაბის ძე ფურცელაძეს. ღმერთი თქვენსკენ. და საერთოდ გა-ვიხაროთ, ხალხნო, ერთმანეთის კარგად ყოფნით. მე კარგად ვარ გმადლობთ”, – წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ქართველ და რუს ქალებზე საუბრისას, აჩი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ქალებისგან განსხვავებით, რუსმა ქალებმა იციან, “როგორ უნდა მოუარონ კაცს”.
იხ:http://plus.kvira.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი