როგორია თქვენი სექსუალური პორტრეტი (ტესტი)

891
SHARE

თუ გსურთ იცოდეთ, როგორია თქვენი სექსუალური პორტრეტი და როგორ აღგიქვამთ პარტნიორი ინტიმურ გარემოში, გთხოვთ უპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს და დააჯამოთ ქულათა რაოდენობა:

1. საქმიან შეხვედრაზე შენიშნეთ სიმპათიური მამაკაცი, როგორ მოიქცევით?

ა) დაველოდები რას მოიმოქმედებს თვითონ – 0
ბ) გავუღიმებ, შევეცდები გამოვნახო საერთო ენა – 1
გ) მივალ და ვეტყვი რომ მომეწონა – 2

2. თქვენ სექსუალური ვნებას განიცდით, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული უნდა თუ არა იგივე თქვენს პარტნიორს, რას მოიმოქმედებთ?

ა) თვალს ადევნებთ მის ქცევებს – 0
ბ) მიუახლოვდებით, ჩაეხუტებით და აკოცებთ – 1
გ) ეტყვით „მინდიხარ!“, ჩაკიდებთ ხელს და საძინებელისკენ წაიყვანთ – 2

3. რას აკეთებთ იმისთვის, რომ სექსი უსაფრთხო იყოს?

ა) იმედოვნებთ, რომ პარტნიორი თავად იზრუნებს უსაფრთხოებაზე – 0
ბ) მხოლოდ მაშინ ფიქრობთ ამაზე, როცა გრძნობთ ინტიმური მომენტის მოახლოვებას – 1
გ) თვითონ იძენთ პრეზერვატივს და სთავაზობთ პარტნიორს მის გამოყენებას – 2

4. მამაკაცი ცდილობს სიამოვნება მოგანიჭოთ, თუმცა ხვდებით, რომ ორგაზმს ვერ მიაღწევთ, რას მოიმოქმედებთ?

ა) გაითამაშებთ ორგაზმს, თქვენთვის ეს რთული არ არის, მას კი ესიამოვნება – 0
ბ) ეტყვით, რომ ისედაც კარგად გრძნობთ თავს და შეუძლია შეისვენოს – 1
გ) ეტყვით სიმართლეს – 2

5. რას აკეთებთ იმისთვის, რომ მეტი სიამოვნება მიიღოთ სექსით?

ა) ეფერებით პარტნიორს ისე, როგორც გინდათ რომ მოგეფეროს თქვენ – 0
ბ) რომ მიახვედროთ რა გსურთ, ეხმარებით ხელებით და მოძრაობებით – 1
გ) პირდაპირ ეუბნებით რა გსურთ – 2

6. სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს ჩაეძინა, რას გრძნობთ ამ დროს?

ა) არაუშავს, მან ისედაც ბევრი ენერგია დახარჯა – 0
ბ) გაიღმებთ და გაიფიქრებთ, რომ ორგაზმი უძილობის საუკეთესო წამალია – 1
გ) გააღვიძებთ, რომ უთხრათ, რა კარგად გრძნობთ თავს – 2

7. პარტნიორთან პირველმა სექსმა თქვენზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ის კი გეკითხებათ – მოგეწონათ თუ არა, რას უპასუხებთ?

ა) „ო, ეს საოცრება იყო!“ – 0
ბ) „მე კარგად ვარ, როცა ჩემთან ხარ“ – 1
გ) „პირველი ჯერიდან დასკვნებს ვერ გამოვიტან“ – 2

8. თქვენ სექსი გაქვთ, რა დროსაც მობილური ტელეფონი რეკავს, რას მოიმოქმედებთ?

ა) დაე, მთელმა სამყარომ მოიცოდაოს – 0
ბ) შეჩერდებით, რომ გათიშოთ – 1
გ) შეჩერდებით, რომ ორი სიტყვით უპასუხოთ: „მერე გადმოგირეკავ“ – 2

9. ის მოხდა, რომ პარტნიორს ყოფილის სახელით მიმართეთ, როგორ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან?

ა) ეტყვით, რომ დღეს სამსახურში დირექტორი ერთ თანამშრომელს ეჩხუბებოდა და სახელი აგეკვიატათ – 0
ბ) გაიხუმრებთ, რომ სკლეროზის საწინაამღდეგო წამლები გჭირდებათ – 1
გ) აუხსნით, რომ ეს ყოფილის სახელია, რომელიც მისგან განსხვავებით, ლოგინში სუსტი იყო -2

10. პარტნოირს ზედმეტი წონის და არცთუ მიმზიდველი სხეულის კომპლექსი აწუხებს, როგორი რეაქცია გექნებათ?

ა) ეტყვით : „სამაგიეროდ ქარიზმატული ხარ!“ – 0
ბ) კოცნით ლოყაზე იმის ნიშნად, რომ გიყვართ ისეთი, როგორიც არის – 1
გ) ხუმრობთ, რომ თქვენც არ ხართ მოდელი – 2

11. ეკითხებით პარტნიორს ქალებზე, რომლებიც თქვენამდე ჰყავდა?

ა) მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ ახსენებს მათ – 0
ბ) კი, ხანდახან მიჩნდება ინტერესი – 1
გ) მიწევს, როცა სექსის შემდგომ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს – 2

12. საჭიროა თუ არა პარტნიორს ყოფილებზე მოუყვე?

ა) მხოლოდ მაშინ, თუ თვითონ დაინტერესდება – 0
ბ) მოკლედ მოყოლა შეიძლება, დაწვრილმანების გარეშე – 1
გ) მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდებით ურთიერთობის სერიოზულობაში – 2

შედეგები:

0-8 ქულა : ძალიან ცდილობთ პარტნიორს ასიამოვნოთ, საკუთარ თავზე კი არ ფიქრობთ. თუმცა ის ყოველთვის გრძნობს თქვენს დაუკმაყოფილებლობას, რაც არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს. შედეგად, თქვენს ურთიერთობებში, შესაძლოა, პრობლემებმა იჩინოს თავი.
ნუ გეშინიათ, უთხარით პარტნიორს რა გსურთ. გაახმოვანეთ თქვენი სექსუალური სურვილები. მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი ქალის დაკმაყოფილება, ამით მისი თვითშეფასება იზრდება. თუ თანაბრად მიიღებთ სიამოვნებას სექსისგან, ორივესთვის სასარგებლო იქნება.

9-16 ქულა : მშვენიერი პარტნიორი ხართ და იცით როგორ მოეპყრათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს საწოლში. თავდაჯერებული ხართ, კარგად გაქვთ შესწავლილი საკუთარი სხეული და სექსუალური სურვილები. პარტნიორს გულისხმიერად ექცევით, თქვენი სურვილების დაკმაყოფილებას ტაქტიანად და დელიკატურად ახერხებთ ისე, რომ პარტნიორს არ აწყენინოთ. მშვენიერი სექსუალური ურთიერთობების აწყობა შეგიძლიათ, ამიტომაც საწოლშიც ყველაფერი კარგად გაქვთ.

17-24 ქულა : სექსში ეგოისტურად იქცევით. მხოლოდ იმისკენ მიისწრაფვით, რომ პარტნიორმა მოგანიჭოთ სიამოვნება, ამ დროს მისი გრძნობები საერთოდ არ გაინტერესებთ. გახსოვდეთ, მამაკაცები ცუდათ გრძნობენ თავს, როცა მათ მხოლოდ როგორც სექს-მანქანებს ისე იყენებენ. იყავით უფრო რბილი, დელიკატური, გაგებით მოეკიდეთ მის გრძნობებს და ეცადეთ არ შელახოთ ისინი. ეს დაეხმარება თქვენს ურთიერთობას, გახდეს უფრო ღრმა და ჰორმონიული.

FB კომენტარები

კომენტარი