რობერტ პატინსონი ქორწილის გადახდას “პაბში” გეგმავს

201
SHARE

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მსახიობი რობერტ პატინსონი და მომღერალი ტალია ბარნეტი დაქორწინებას აპირებენ. ეს თავისებური წყვილი ქორწილსაც განსხვავებულს გეგმავს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქორწინო ცერემონია ლონდონის ერთ-ერთ “პაბში” გაიმართება. მას მხოლოდ მშობლები და უახლოესი მეგობრები დაესწრებიან. არ იქნება საქორწინო ტორტი, სტუმრები ძეხვეულსა და გამომცხვარ კარტოფილს ეახლებიან.
მომღერალმა უარი თქვა კლასიკურ საპატარძლო კაბაზეც, იგი გამოეწყობა მხიარულ და ორიგინალურ სამოსში, რითაც სტუმრების გაოცებას აპირებს. უნდა აღინიშნოს, რომ ტალიას ჩაცმულობა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. კაბა, რომელიც მას ნიუ-იორკის ერთ-ერთ წვეულებაზე ეცვა, საღამოს საუკეთესო დიზაინერულ შედევრად აღიარეს. კაბაზე გამოსახული იყო პენისი.

FB კომენტარები

კომენტარი