რეპერი არ ქელი დააკავეს

51
SHARE

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი არ ქელი (R Kelly) კვლავ დააკავეს. ამჯერად, ყოფილი ცოლისთვის ალიმენის გადაუხდელობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას, კუკის ოლქის შერიფზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამია, 2009 წელს საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომღერალმა ყოფილ მეუღლეს ალიმენტი 20,8 ათასი დოლარის ოდენობით ყოველთვიურად უნდა გადაუხადოს. მომღერალი არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და როგორც ჩანს, ვერდიქტიც უგულებელყო. 2018 წლისთვის მას ალიმენტების გადაუხდელობის შედეგად, 169 ათასი დოლარის ვალი დაუგროვდა.
საოლქო სასამართლომ არ ქელის ალიმენტის ანაზღაურება დაავალა, 13 მარტამდე კი ის საპატიმროში დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი და ლეგენდარული რეპერი პედოფილიაშიც იყო ბრალდებული. ის მაშინ დააკავეს, თუმცა მილიონი დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

FB კომენტარები

კომენტარი