რა ხდება ორგანიზმში, როდესაც უზმოზე წყალს სვამთ

357
SHARE

არ არსებობს უფრო მარტივი და სასარგებლო რეცეპტი, ვიდრე ჭიქა წყალი უზმოზე! ყოველმა ჩვენგანმა იცის ამ დილის რიტუალის სარგებლობაზე, მაგრამ მას ყველა არ მისდევს. ამავდროულად, წყალი არის შესანიშნავი საშუალება სწრაფი გამოღვიძებისთვის. ძალიან ბევრი პრობლემა ორგანიზმში შეიძლება, გადაწყდეს მხოლოდ წყლის წყალობით.
ადამიანის ორგანიზმი 85% წყლისგან შედგება:

• თავის ტვინი – 85%;
• ფილტვები, გული, თირკმლები – 80%;
• კუნთები – 75%;
• კანი, ღვიძლი – 70%;
• ძვლები – 20%;
• ცხიმოვანი ქსოვილი – 10%.

მხოლოდ წყალს შეუძლია, „აამოძრაოს“ ჩვენი ორგანიზმი და არეგულიროს მისი მუშაობა: ამ მომენტში აქტიურდება ნერვული სისტემა, გვიკეთდება გუნება-განწყობა, რეგულირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა, ივსება წყლის უკმარისობა, ორგანიზმიდან გამოიდევნება ყველა არასაჭირო ტოქსინი და გადამუშავების პროდუქტი.
ამიტომ, წყალი არის ნებისმიერი გამაჯანსაღებელი პროგრამის ან დიეტის მთავარი შემადგენელი ნაწილი.
იმისათვის, რომ ჭიქა წყლის დილის ეფექტი მაქსიმალური იყოს, უნდა გავითვალისწინოთ წყლის მოხმარების ხუთი მთავარი წესი:
1. დალიეთ წყალი უზმოზე. ღამის განმავლობაში ხდება ჩვენი ორგანიზმის განახლება და ტოქსინებისგან გაწმენდა. სწორედ ამიტომ, ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ წყლის დალევას უზმოზე საუზმემდე 30 წუთით ადრე. ეს არა მხოლოდ ავსებს დახარჯული წყლის ბალანსს, არამედ ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის მუშაობას, დაგროვებული ნაღვლის გამოყვანასა და სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეთვისებას;

2. საუკეთესო წყალი წყაროს წყალია. რა თქმა უნდა, იდეალში. ამიტომ მთავარია, რომ წყალი იყოს სუფთა და უგაზო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს უმი წყალი, „ცოცხალი“, არა ადუღებული. სწორედ ამ სახით მას შეუძლია ორგანიზმის რეგენერაციის პროცესების დაწყება და ჟანგბადის სწრაფად მიყვანა ორგანიზმის ყველა უჯრედში. წყლის ბალანსის აღსადგენად ნამდვილად არ წავა ისეთი სასარგებლო სასმელები, როგორიცაა ჩაი, წვენი და სხვა. თქვენ ხომ არ გაწმენდთ იატაკს წვენით?:)
თქვენი სხეული ხომ თქვენი შინაგანი ტაძარია.

სუფთა, უმი წყალი შეიცავს ბევრი მიკროლემენტების იონებს: კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, კალიუმისა და სხვა, რომელიც ხდის მას ტუტოვანს. ხსნადი გაზებისგან შეიცავს აზოტს, ჟანგბადს, იშვიათად – გოგირდისწყალბადსა და ნახშირწყალბადს. ეს „ცოცხალი“ წყალია. უმი არ ნიშნავს ცივ წყალს ონკანიდან. ეს არის ნებისმიერი დასალევი უგაზო წყალი, რომელიც იყიდება მაღაზიებში; ბოთლებში, ან ონკანის წყალი, რომელმაც გაიარა კარგი ფილტრაცია. ეს კომფორტული ტემპერატურის წყალია, რომელიც შეიძლება, ერთი ყლუპით დალიო, მაგრამ არა – ადუღებული. რატომ?

ადუღებულ წყალს არ გააჩნია მიკროელემენტები, ის არ არის ხსნადი – ეს არის მკვდარი, ინერტული წყალი, რომელიც იწვევს სხეულის შეშუპებას;

3. ყურადღება მიაქციეთ წყლის ტემპერატურას — ის უნდა იყოს თქვენი სხეულის ტემპერატურაზე მაღალი. ძილის დროს ჩვენი სხეული იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამიტომ გროვდება შლაკები. გრილი წყალი მხოლოდ გააღიზიანებს ლორწოს; აიძულებს ორგანიზმს, დახარჯოს ზედმეტი ენერგია მისი გათბობისათვის, თბილი წყალი (30-40° С) კი უკეთესად ითვისება და, ამავდროულად, ანახლებს უჯრედშუა სითხეს. ყოველთვის დალიეთ პატარა ყლუპებით, რაღაც დროის განმავლობაში პირში წყალი დაიგუბეთ;

4. თაფლიანი წყლის სამკურნალო საიდუმლო. იმისათვის, რომ გაამზადოთ თაფლიანი წყალი, საკმარისია, ჭიქა წყალში გახსნათ ერთი კოვზი ნატურალური თაფლი. როგორც წესი, თაფლიანი წყალი უნდა დალიოთ გაღვიძებისთანავე. თუ მიაჩვევთ ორგანიზმს ასეთ სასმელ რეჟიმს, იგრძნობთ მონელების პროცესების ნორმალიზებას, იმუნიტეტის აღდგენას, გაგიქრებათ სტრესი, თქვენ კი უფრო ტანადი გახდებით. თაფლიანი წყალი, ასევე, უნიკალურია თავისი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტისოკოვანი ეფექტით;

5. დაამატეთ წყალში ლიმონი. კარგი იქნება, თუ საღამოს თქვენ დატოვებთ წყალში ლიმონის ან ლაიმის ნაჭერს. მაშინ დილით თქვენ დაგხვდებათ შესანიშნავი ვიტანიმინიზირებული ნაყენი. ასეთი «კოქტეილი» ახდენს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და მონელების სისტემის სტაბილიზაციას, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასევე, ამდიდრებს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით (ლიმონის შემადგენლობაში შედიან კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი).

FB კომენტარები

კომენტარი