რა წერილი მისწერა ასპინძელმა მოსწავლემ გიორგი კეკელიძეს? – „ძალიან მაგარმა გოგომ მომწერა…“

81
SHARE

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარემ აპინძის საჯარო სკოლის მოსწავლის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანა ზედგინიძე გიორგი კეკელიძეს თხოვნით მიმართავს, რომ ბიბლიოთეკის განახლებაში დახმარება აღმოუჩინონ. მოსწავლე წერს, რომ მათი სასწავლებლის ბიბლიოთეკა წიგნებით ღარიბია, რაც მათი თვითგანვითარების დონის ამაღლებას ხელს უშლის. კეკელიძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ გოგონას და სკოლას აუცილებლად დაეხმარებიან:
„უკვე მეორედ მომწერა სკოლის მოსწავლემ. ისევ ძალიან მაგარმა გოგომ. პირველად კახეთიდან, მაშინ ერთად შევძელით და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ახლა ასპინძიდან მწერს. რადგან რიგში სამი სხვა რეგიონია და წიგნები აღარ მეყოფა, დარწმუნებული ვარ, ისე დაგვეხმარებით და თუნდაც ერთ გამოცემას მოგვიტანთ გუდიაშვილის 7 ნომერში. აქვე, მისი ნებართვით, გთავაზობთ ამ გოგონის, ანა ზედგენიძის წერილს, როგორც ძალიან კარგ მაგალითს მისი თანატოლებისთვის და მასწავლებლებისთვისაც. ანა ზედგინიძე: ,,გამარჯობა! მე გახალვართ სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ზედგინიძე. ჩემი სოფლის მოსწავლეებს თქვენთან გვაქვს მეტად მნიშვნელოვანი თხოვნა და დიდად მადლიერი დავრჩებით, თუ უყურადღებოთ არ დაგვტოვებთ.
ჩემს სკოლას ესაჭიროება ბიბიოთეკის განახლება, რადგან უმეტესად გვაქვს რუსულენოვანი წიგნები და ძალიან მცირე რაოდენობით არის მხატვრული ლიტერატურა, რის გამოც მოსწავლეების თვითგანვითარების დონე არის დაბალი.
ვერ ვახერხეთ ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოწერას მანძილის გამო და გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ ბავშვები არ დავრჩეთ ჩვენთვის საინტერესო წიგნების გარეშე, რადგან ხელმიუწვდომელია ისინი ჩვენთვის.
გმადლობთ, ჩემი წერილის გაცნობისთვის, ვიმედოვნებ, რომ არ დაგვტოვებთ უყურადღებოდ და თქვენს წვლილს, სიკეთეს შეიტანთ ჩვენს განათლებაში და წიგნთან მეგობრობაში”, – აღნიშნულია წერილში, რომელიც გიორგი კეკელიძემ მიიღო.

FB კომენტარები

კომენტარი