რა უნდა ჩაიცვათ ახალი წლის ღამეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – რჩევები

70
SHARE

რა უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით:

რჩევები ქალებისთვის:

ვერძი: ვერძებს უყვართ სიკაშკაშე და ექსცენტრიულობა. შესაბამისად, ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ, საახალწლო წვეულებაზე უპირატესობა მიანიჭონ გრძელ საღამოს კაბას რამდენიმე ჭრილით, მოშიშვლებულ მხრებსა, ან ფართო ქვედაბოლოსა და ბრჭყვიალა მაისურს.

კურო: კურო უპირატესობას ელეგანტურ სტილს ანიჭებს. ასტოლოგები კუროებს მწვანე ან ლურჯ სადა, ელეგანტურ კაბას ურჩევენ.

ტყუპები: ტყუპებისთვის მაღალი ინტელექტი და კეკლუცობა ერთდროულად არის დამახასიათებელი. საახალწლო იმიჯის შესაქმნელად, ტყუპებს ნათელი ფერის კაბებს ან გრძელ ქვედაბოლოს ურჩევენ. სასურველია ასევე მწვანე აქსესუარები, რაც შეეხება ვარცხნილობას, ტყუპებს თმების დახვევას ურჩევენ.

კირჩხიბი: ასტროლოგები კირჩხიბებს ელეგანტურ ტანისამოსს, პიჯაკებსა და პერანგებს ურჩევენ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და ხელთათმანებთან ერთად.

ლომი: ლომები ცნობილები არიან ნათელი ფერებისა და ნივთების სიყვარულით. საახალწლოდ კი წელში გამოყვანილ კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელს ურჩევენ, ზედმეტი აქსესუარებისა და დეტალების გარეშე.

ქალწული: საახალწლო დღესასწაულები , ქალწულებისთვის საუკეთესო დროა იმიჯის შესაცვლელად. ასტროლოგები ქალწულებს ურჩევენ მოხდენილ კაბას, ფართო ქამრით, ასევე თუკი მოიხდენთ, შლიაპასა და შარფს. საინტერესო იქნება, ხელჩანთები და ნათელი აქსესურებიც.

სასწორი: სასწორებს კი აბრეშუმოს კაბას ურჩევენ მასიური აქსესუარით – დიდი ყელსაბამით ან გულსაბნევით.

მორიელი: მორიელები ყველაზე ძლიერი და არაორდინალური პიროვნულობით გამოირჩევიან. ახალი წლის წვეულებაზე, ასტროლოგები მორიელებს ურჩევენ უპირატესობა მიანიჭონ ტანისამოსს ღრმა ჭრილით, ნაკლებად ოფიციალურ პიჯაკს.

მშვილდოსანი: საახალწლო ღამისთვის მშვილდოსნისთვის საუკეთესო გამოსავალია პიჯაკი ან ლურჯი კაბა. მთავარია, რომ ტანისამოსი უნდა იყოს მსუბუქი და ნათელი მატერიისგან.

თხის რქა: ასტრეოლოგები თხის რქას ურჩევენ სექსუალურ კაბას ღრმა დეკოლტეთი .

მერწყული: მერწყულებს კომპლექსურს, თუმცა დეტალებზე ორიენტირებულ სტილს ურჩევენ. ამიტომ, თქვენზეა დამოკიდებული რომელ დეტალზე გააკეთებს არჩევანს.

თევზები: თევზებს მწვანე ან ლურჯ ტანისამოსს ურჩევენ ასტროლოგები – ერთი ფერის კაბა საუკეთესო არჩევანია საახალწლო დღესასწაულისთვის.

რჩევები  მამაკაცებისთვის:

როგორი სამოსით უნდა შეხვდნენ მამაკაცები 2020 წელს.

მთავარი რეკომენდაციაა ყვითელი, ყავისფერი, ქარვისფერი ან შავი პიჯაკი. თუ პიჯაკი არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ შარვალზე ჩაიცვათ ელეგანტური პერანგი ჟილეტთან ერთად ან ჯემპრი.რაც შეეხება აქსესუარებს, ჰალსტუხის ნაცვლად გამოიყენეთ შარფი ორიგინალური ორნამენტებით. კლასიკური ქამარი , საკინძე, ოქროს სამაჯური და ჯაჭვი.რაც შეეხება ფეხსაცმელს უმჯობესია შეარჩიოთ შავი ან ყავისფერი, თუ კარნავალი იგეგმება, ჯობია კოვბოის სტილი აირჩიოთ, ნამდვილად არ წააგებთ.

ჭყარო: “დაიჯესტ.პია”

FB კომენტარები

კომენტარი