რა სიზმარი ნახა ირაკლი ოქრუაშვილმა საკანში – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვრცელ პოსტს აქვეყნებს

256
SHARE

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქგვერდზე ოქრუაშვილის ვრცელი პოსტი ვრცელდება.
სადაც ოქრუაშვილი საკანში ნანახი სიზმრის შესახებ ჰყვება.
“ციხის სიზმრები. იმისთვის, რომ ციხეს თავი ვირტუალურად დააღწიო, არსებობს რამდენიმე საშუალება. ერთი ესაა კითხვა ,როცა იმ ნაწამოებში გადადიხარ,რასაც კითხულობ ,ხოლო მეორე და მარტივი საშუალებაა ძილი , როცა სიზმრებს მიყავხარ სხვა სამყაროში. კითხვით დავიწყე . ის იყო „ოსტატი და მარგარიტა“ -ში პოპლავსკიმ კატას პასტორტი რომ მიაწოდა,იქამდე მივაღწიე და ჩამეძინა. მესიზმრა ისევ წიგნს ვკითხულობდი. კადრი ცოტა გავადიდე და აღმოვაჩინე , რომ ციხის საკანში ვიყავი და იქ ვკითხულობდი. აქაც არ გამიმართლა. ამასობაში „კარმოშკა“ გაიღო , „კლუჩნიკმა“ თავი შემოყო და გახარებული ხმით მამცნო- ქვეყანაში გადატრიალება მოხდაო . როგორ მეთქი ? ბერამ და უჩამ გადატრიალება მოაწყვეს და ბიძინა ჩამოაგდესო . რამდენიმე საათია კალაძემ , გახარიამ და ღარიბაშვილმა მასზე ჩვენება მისცეს და ბიძინა დააპატიმრესო. არ გასულა დიდი დრო და კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა . კარი გაიღო და „პალასატი“ ფორმაში გულზე მირტყმული 666 ნომრით გრიგოლიჩი ჩემს კამერაში წიხლით შემოაგდეს. ვფიქრობ ჩემი გაჭირვება არ მეყოფა, ესღა მაკლდა მეთქი . რა ხდება აქანეო – ჭორვილურად მკითხა გრიგოლიჩმა რა ხდება გრიგოლიჩ და როგორც ვატყობ დედა გაქვს მო….ლი მეთქი . არაა საქმე მთლად მასეო, ბოლომდე არ გამწირავს ჩემი ბერაო . როგორც შენ იტყვი მეთქი ვუპასუხე და კითხვა განვაგრძე. აქანე მაყურებელი მე უნდა ვიყოო გამომიცხადა . იყავი გრიგოლიჩ , რა პრობლემაა , ღამ-ღამობით საბანს ვიხდი და თუ მაინც უნდა მიყურო დამაფარე , რომ არ გავცივდე მეთქი . ნუ დამცინიხარ შენეო – მითხრა და გაჩუმდა . ეწყინა აშკარად . ცოტა ხანში მოიწყინა ყურადღება , რომ არ მივაქციე . _რა ვქნათ ახლა ჩვენე , რით გევირთოთ თავიო- მკითხა _კითხვა შენ არ იცი გრიგოლიჩ , შენი ეკა აქ არ გვყავს , რომ წაგიკითხოს,ლოტო ჩვენ არა გვაქვს , ნარდი და მონოპოლი და აბა რა გითხრა . _მოდი კარტს გეთამაშებიო, ცოტა ხანში მითხრა . რომ დავეთანხმე თვალებგაბრწყინებულმა ჩასძახა: _ადიკო! ახალი კალოდაო. _რა ადიკო გრიგოლიჩ ციხეში ხარ შუშის სასახლეში კი არა მეთქი . ბევრი საჩხერელისგან გამიგონია , რომ ახალგაზრდობაში კარტს კარგად აწყობდაო და ერთ დროს რუსეთში შულერობითაც ირჩენდა თავს,ამიტომ, ჩემი კარტის კალოდიდან ორი ტუზი და ორი კაროლი მოვუტეხე . _რაზე ვითამაშოთო ?- შემეკითხა _ფულზე გრიგოლიჩ ,სხვა რაზე უნდა გეთამაშო, პინგვინი და ზვიგენი მე არ მჭირდება და ნამუსზე კიდე ვერ გეთამაშები , მაინც არა გაქვს მეთქი . დავიწყეთ თამაში. აწყობს გრიგოლიჩი კარტს .მოსდის ხან ორი ტუზი, ხან ორი კაროლი .სამი ვერ მოიხელთა ვერც ერთხელ , რადგან წინასწარ ამოვაცალე . სამი დამა ყველა დარიგებაზე ხელში მიჭირავს და ვუგებ .750 000 000 რომ წააგო ცივმა ოფლმა დაასხა, აღარ გინდაო. ნება შენია, როგორც იტყვი , ხვალ ღამის თორმეტ საათამდე წაგებული უნდა ჩამაბარო მეთქი. რა არის ჩემთვის 750 000 000 ? ბიჭო შენ გგონია თავს გევიფუჭებო? მთელი ღამე კარებზე ბრახუნში და ადიკოს გინებაში გაატარა, მაგრამ ადიკო არ ჩანდა. დილით ადვოკატის სტატუსით ენძელა მაჭავარიანი მოუვიდა და უთხრა -ბერას დავალებით ბოკერია-უსუფას მთავრობამ ანგარისები დაგიყადაღა და მთელი ფული ჩამოგართვაო . დადის და სცემს მთელი დღე ბოლთას , ელოდება როდის ამოვარტყამ წიხლს წაგებულის ჩაუბარებლობისათვის .გახდა 12 საათი და იყვირა – „ფუფლო „ ვარო . ვიცი გრიგოლჩ , მეც და მთელმა საქართველომ შვიდი წელია ეგ იცის ,მაგრამ მარტო „ფუფლო“ ვარ ძახილით ვერ გამოძვრები მეთქი . _რას მიპირებ შენე მეო? _ რას და სამი კარტი ცხვირში იმდენი უნდა გირტყა , სანამ არ დავიღლები მეთქი. გამთენიამდე იმდენი ვურტყი , სანამ ცხვირი კომბოსტოს არ დავუმსგავსე . 8642 -ე დარტყმაზე გამეღვიძა კარის გაღების ხმაზე . ამბობენ , ციხეში ყველაზე ხშირად მტრები ესიზმრებათო .თუ კიდევ გამოჩნდა გრიგოლიჩი ჩემს სიზმრებში, გაგაგებინებთ .გაგრძელება იქნება”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის, გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.შეფარდებული პატიმრობის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

FB კომენტარები

კომენტარი