რა გამოხმაურებებია ფეისბუქში ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობაზე – “კიდევ კარგი ჯაჭვის პერანგი არ ჩააცვეს”…

352
SHARE

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობა ფეისბუქში განხილვის, უფრო სწორად კი კრიტიკის მთავარ თემად იქცა.
რთულია სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ დიზაინთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს არაერთგვაროვანი უწოდო. ფორმებმა, რომლებიც ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია “სამოსელი პირველს” დაუკვეთა, საზოგადოების მხრიდან ცალსახა კრიტიკა დაიმსახურა.
ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, თბილისის საკრებულოში გაცილების ცერემონიალი გუშინ მოუწყვეს. სწორედ გაცილების ცერემონიალზე გამოცხადდნენ ქართველი სპორტსმენები,აღნიშნული სამოსით.
ოლიმპიელების ფორმების დიზაინათან დაკავშირებით არაერთმა ფეიქსბუქმომხმარებელმა დაწერა კრიტიკული შეფასება,გთავაზობთ რამდენიმე ასეთ პოსტს:
„ისლამურმა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა ოლიმპიელების ჩაცმულობაზე“

„სხვა გამარჯვებულებს რომ ყელზე ჩამოჰკიდებენ ოქრო-ვერცხლის თუ ბრინჯაოს მედლებს, ჩვენებს ქისებში უნდა ჩაუყარონ?“

„ამ ფორმას ლილოში ნაყიდი “ადიდასი”, ამ “პუმა” ან რამე სხვა ჩაიცვან“ „მემგონი რიოში კიარა კადიროვის ქორწილში მიდიან“ „ჩვენი ნაკრები, ვასაძის გემოვნებით ჩაცმული რატომ უნდა წავიდეს, რომელი დიზაინერი და სტილის მამა ეგ მყავს!!! თუ ჯერ კიდევ გვიან არ არის, სხვა რამე ჩაიცვან და ასე არ გამოვიდნენ! სირცხვილია“ „ზიკასგან იცავენ თავს“ “ან ზამთრის ოლიმპიადაზე ან ალიასკაზე “ “როცა ამდენი კარგი ქართველი დიზაინერია მსოფლიოს მოდის სახლებში .რატო უნდა გამოფაფანაკდე ასე საოცრება ფორმაა, საოცრება!“ “კიდევ კარგი ჯაჭვის პერანგი არ ჩააცვეს და მერე არ “გააპრავეს“ ქართული სამოსიაო “ „ნუ აბანძებთ ქვეყანას, მოაშორეთ ეს სამარცხვინო ფორმა! “ “სამარცხვინოა ამ ფორმით ოლიმპიელების გამგზავრება, შეცვალეთ სასწრაფოდ, საქართველოს შეურაცხყოფაა ეს!!!“ ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობას გამოეხმაურნენ ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც. ინგა გრიგოლია: ჩემმა ერთმა ფრენდმა დაწერა ახლა,ეს ოლიმპიელები ამ ფორმებში წავლენ და ჰიმნს ის ქალი შეასრულებს, “ახალგაზრდა მეოცნებეების” ყრილობაზე რომ იმღერა სპორტის სასახლეშიო“-

სალომე ზურაბიშვილი:„ არც სპორტული, არც ქართული“. გვანცა დარასელია „ავენტინური ტრიადის ცრუ ღმერთიც კი საფლავში (თუ სადაცაა) ტრიალებს ნამდვილად“

მეტიც, სოციალურ ქსელში მანიფესტიც გავრცელდა შემდეგი მოთხოვნით “შეცვალეთ ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობა“. „ვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ არ მოსწონდეთ არსებული ფორმა. მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს, ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება!“- აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

13816815_496922317180623_809340471_n

13820363_496922570513931_1556055702_n

FB კომენტარები

კომენტარი