რა აჩუქა ვახტანგ რჩეულიშვილს ლელა კილაძემ – “თამარ მეფე ამ ნახატში ზანგია”

79
SHARE

ვახტანგ რჩეულიშვილი ცოლ-შვილის დაკავებაზე, მის ოჯახში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მის ახალ რძალზე – ლელა კილაძისა და მისი ვაჟის გუკა რჩეულიშვილის სიყვარულის ამბავზე ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში საუბრობს:
“ძალიან დამწყდა გული გუკა ნუცას რომ გაშორდა, თორემ ლელასთან ურთიერთობა არ იყო ჩვენთვის პრობლემა. მე და ლელას მამა – შალვა, დიდი ხნის ძმაკაცები ვართ. საწყალი ლელა – გიგი იყო და ციხეში უზის, ახლა გუკაც ციხეში გაუშვეს.

– მერე, თქვენ, როგორც თბილისელი კაცი, როგორ ფიქრობთ, თქვენმა ვაჟმა არ დაარღვია ერთგვარი დაუწერელი კანონი – პატიმრის ცოლს ხელს ნუ ახლებო?

– რა პატიმრის ცოლი, კაცო?! თქვენ გჯერათ, რომ ლელა და გიგი ერთად იყვნენ მის დაჭერამდე? ოფიციალურად არ იყვნენ გაშორებული, თორემ… მათი გაშორება გადაწყვეტილი იყო. ლელა სასამართლო პროცესების გამო ვერ შორდებოდა. ბოლომდე გაიტანა, როგორც ერთგულმა მეუღლემ. რა მოხდა და როგორ, ვერ გეტყვით და ეს არც არავის საქმე არ არის, ლელა არაჩვეულებრივი გოგოა. გუკას უყვარს და ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია.

…გუკასთვის ლელა მესამე ცოლია. რა ვიცი, ეტყობა, დრომ მოიტანა, თორემ ამდენი გაშორება ადრე არ იყო. ახლა ისე შორდებიან… ლელამ ახლა დაიწყო ხატვა. ადრე არასოდეს დაუხატავს და უნდა ნახოთ, რეებს ხატავს.

ისე, არც მე ვიცოდი სიმღერა, ერთხელ ისე გავედი სიმღერის კონკურსზე და იქ ვისწავლე. ლელამ კი გუკას ხელში, სულ რამდენიმე კვირაა, რაც ხატვა დაიწყო და უამრავი რამ დახატა.
პედაგოგი ეუბნება, შეცდომები გაქვს, ბევრი რამის სწავლა გინდა, მაგრამ ჯერ არაფერს გასწავლი, იმდენად თვითნაბადი ნიჭი გაქვს და არ მინდა, ეს ნიჭი დაგიფრთხო, რომ მიეჩვიო შენი სათქმელის გამოხატვასო. ასე რომ, ვერასოდეს გაიგებ, ადამიანის უკან რა ნიჭია.
ლელამ მე მაჩუქა თავის მიერ შესრულებული თამარ მეფე. თამარ მეფე ამ ნახატში ზანგია. ეს რომ ეკლესიამ და მისმა მრევლმა გაიგოს… ისე მომწონს ის სურათი, ვერ აგიწერთ. ლელას თავისი ხედვა აქვს და რატომღაც ასე დაინახა….

 

FB კომენტარები

კომენტარი