რატომ ჩნდება ადამიანის კბენის და „შეჭმის“ სურვილი

108
SHARE

გქონიათ სურვილი, გეკბინათ ან „შეგეჭამათ“ ადამიანი? ან „დაღეჭოთ“ თუნდაც? განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანი. აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არაა უცნაური სურვილი. იელის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენას აქვს სახელი – „საყვარელი აგრესია”. აქვს სოციალური მიზანიც: გვეხმარება, ვაკონტროლოთ ემოციები. წამყვანი მკვლევარი ორიანა არაგონი ამ ფენომენს ასე ხსნის:
“ჩვენს ემოციებს ვარეგულირებთ აბსოლუტურად სხვადასხვა მეთოდით…მაგრამ ხდება ისეც, რომ ჩვენ გრძნობებს გამოვხატავთ ძალიან მოულოდნელი მეთოდით, საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც ვგრძნობთ. ეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ შინაგანი ემოციური ბალანსი.”
გამოდის, რომ თუ თქვენ გინდათ უკბინოთ მას, ვინც მოგწონთ, ნიშნავს, რომ უკვე ჭკუა „გეკეტებათ“ მისი სიყვარულით. და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს სურვილი, „მოაკბიჩო”- თქვენი ტვინის ორიგინალური მეთოდია, რომ არ შეიშალოს. ბავშვების შემთხვევაში მეცნიერულად დამტკიცებულია, მისი სუნი იმდენად სასიამოვნოა ადამიანისთვის, რომ ქვეცნობიერად ტვინი იწყებს რეაგირებას ბავშვზე, როგორც გემრიელ საჭმელზე. ამიტომაა სასიამოვნო პატარების ყნოსვა და „შეჭმაც“კი გვინდება.

წყარო:galanews.ge

FB კომენტარები

კომენტარი