რატომ ითხოვს 72 წლის მამაკაცი გვინეტ პელტროუსგან 3 მილიონ დოლარს (ფოტო)

65
SHARE

72 წლის ტერი სანდერსონი, აშშ-ს შტატ იუტადან, გვინეტ პელტროუსგან კომპენსაციას ითხოვს, რომელიც მას 2016 წელს მთაზე სრიალისას დაეჯახა. მამაკაცის განმარტებით, შეჯახების შედეგად, მან ოთხი ნეკნი მოიტეხა და ტვინის შერყევა მიიღო.
სანდერსი ახლა აცხადებს, რომ გვინეტ პელტროუ დირ-ველიში თავის ინსტრუქტორთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც, მსახიობმა ორიენტაცია დაკარგა და მოხუცს დაეჯახა. დარტყმისგან სანდერსმა გონება დაკარგა, ხოლო პელტროუმ სრიალი გააგრძელა.
„გავიგე ისტერიული კივილის ხმა, შემდეგ კი ზურგში დარტყმა მივიღე“, – იხსენებს დაზარალებული მამაკაცი.
ამასთან, ის ამბობს, რომ მსახიობი მასთან არ მისულა და მომხდარის შემდეგ მალევე დატოვა ტერიტორია. მისი ინსტრუქტორი კი ტერისთან მივიდა და უთხრა, რომ თავად იყო დამნაშავე ამ შეჯახებაში. ამასთანავე, არც პელტროუს და არც მის ინსტრუქტორს სამთო პატრულისთვის არ მიუმართავს და მოხუცი კაცი თოვლში მარტო დატოვეს. როდესაც ტერი სანდერსონმა სამედიცინო დახმარების პუნქტამდე მიაღწია, გაარკვია, რომ შეჯახების შედეგად, ტვინის შერყევა და ოთხი ნეკნი ჰქონდა მოტეხილი.
მას მერე სამი წელი გავიდა და მან ახლა გადაწყვიტა, რომ შერყეული ჯანმრთელობის გამო, კომპენსაცია მოითხოვოს. მთლიანობაში მან მიღებული ზიანი 3,1 მილიონ დოლარად შეაფასა. თავად ვარსკვლავი მსახიობი ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ თავის ბრალეულობას გამორიცხავს.

FB კომენტარები

კომენტარი