რას ჰყვება ოჯახის მეზობელი, სადაც 3 თვის ჩვილი გაგუდული იპოვეს

252
SHARE

ჯიქიას ქუჩაზე გარდაცვლილი 3 თვის ბავშვის ოჯახის მეზობლების განცხადებით პოლიციას თავად ბავშვის დედამ მიმართა. მეზობლები ამბობენ, რომ უბედური შემთხვევის დროს დედა სააბაზანოში იმყოფებოდა. მათი თქმით, ბავშვს სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
“ეძინა ბავშვს და ბანაობდა დედა, რომ გამოვიდა ნახა ამ მდგომარეობაში. თავს იკლავს ტირილით, ნახეთ გოგო რა დღეშია. სხვა არავინ იყო სახლში. რომ ნახა ბავშვი იყო გაგუდული, ჩაბრუნებული ლოგინში. პოლიციაში თვითონ დარეკა“, – აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

FB კომენტარები

კომენტარი