რას წერს მამა პეტრე მოახლოებულ 17 მაისზე?

71
SHARE

მამა პეტრე სოციალურ ქსელში  17 მაისის შესახებ წერს და ამბობს, რომ ხალხშ დაძაბულობა უკვე იგრძნობა. მამა პეტრეს თქმით ქმედებაში ყველა თავისუფალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რას ვუწოდებთ თავისუფლებას.

“17 მაისი ახლოვდება და ხალხში უკვე დაძაბულობა იგრძნობა.

შეიძლება კონკრეტული ადამიანი იწყნარებდეს ცოდვას, მაგრამ ეკლესიის სწავლება ყოველთვის უცვლელია. არც ცოდვილია ეკლესიისთვის უცხო და უცნაური. პირიქით, ქრისტეს მისტიკური სხეული იმიტომ დაარსდა, რომ მას მივაბაროთ სული სამკურნალოდ. ის კი არ არის მთავარი, რა მიგაჩნია ცოდვად, არამედ ის, რა არის სინამდვილეში ღვთისგან განდგომა.

ქმედებაში ყველა თავისუფალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რას ვუწოდებთ თავისუფლებას.

ვერც იმით გავიმართლებთ თავს, თურმე გვინდოდა ტაძარში მისვლა და იქ ,,ტაბურეტკიანი” მღვდლები დაგხვდა… ამიტომ ვარჩიეთ საკუთარ ,,ნარწყევთან” მიბრუნება. თუ თვალს ფართოდ გავახელთ, დავინახავთ, რომ მოციქულთა სწავლებას ცოდვის გამო არავინ გაუგდია და მოუკლავს.

17 მაისი ჭკუის სასწავლებელია დინების გაღმა თუ გამოღმა მდგომებისთვის. პრობლემა არსებობს, მისი უარყოფით და სირაქლემის პოზიციით, ვერასდროს მოგვარდება. ვერც ეკლესია მიიღებს მშვიდად ცოდვის დემონსტრირებას. ერთად ვებრძოლოთ ცოდვას და არა ცოდვილს.

…და კიდევ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თარიღები აქვს, ვიდრე 17 მაისია.“ – წერს მამა პეტრე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

 

FB კომენტარები

კომენტარი