რას წერენ მეგობრები გოგონაზე, რომელიც მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა (ფოტოკოლაჟი)

2705
SHARE

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი გოგონას დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული 21 წლის ნა­ნუ­კი ყელ­ბე­რაშ­ვი­ლია.
გარდაცვლილი თბი­ლი­სის გო­გო­ნა­თა გუნდში მღე­რო­და.

“ერთი წა­მია ცხოვ­რე­ბა, გუ­შინ გო­გო­ე­ბი ვა­ქებ­დით – რა ლა­მა­ზი ხარო, რო­გორც ყო­ველ­თვის, სულ ანა­თებ­და, დღეს კი მის ამ­ბავს ვერ ვი­ჯე­რებთ, უკვე წარ­სულ­ში უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ… ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი მი­წის­თვის ჩემო და­ხა­ტუ­ლო შო­კო­ლა­დო. შენ ჩვენ­თან უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი”

“შვი­ლო ნა­ნუ­კი ჭკუ­ა­ზე არ ვარ ეს რა დაგ­ვე­მარ­თა! ჩემო ან­გე­ლო­ზო სუ­ლით, გუ­ლით, უნი­ჭი­ე­რე­სო, ულა­მა­ზე­სო, ყვე­ლა­ზე თბი­ლო და ტკბი­ლო! ღმერ­თსაც კარ­გი უნდა იმ ქვეყ­ნად! სულ ვი­ძახ­დი და ამა­ყი ვი­ყა­ვი და ვარ, რომ სო­ფოს ასე­თი კარ­გი მე­გობ­რე­ბი ყავ­სთქო, მე­გო­ბა­რი კი არა და­ი­კო! და­ი­ლო­ცოს უფა­ლო შენი სა­მარ­თა­ლი.!”

ვაი, რომ ცხოვრება ერთი დიდი დრამაა…
ამბავი დაიწყო ასე: დილით მატარებელმა 20 წლის გოგონას დაარტყა, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა და ხმა ვერ გაიგო.ეს გოგონა ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. ერთად ვმღეროდით ანსამბლში. თავად კონსერვატორიის სტუდენტი და თბილისის გოგონათა გუნდის წევრი იყო.
არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახლდათ.
მასზე ენერგიული, მხიარული და უზადოდ ნიჭიერი ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქვეყანაზე. მუსიკით ცხოვრობდა. ყოველი წამს ბგერათა ჰარმონიის ძიებაში ატარებდა და ბოლოს ისევ მუსიკამ იმსხვერპლა.
აი,მთელი ტრაგიზმი რაშია!
მუდამ მემახსოვრები!

 

 

FB კომენტარები

კომენტარი