რას წერენ მეგობრები გარდაცვლილ მამაკაცზე, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი მოუწყო – როგორ მოგივიდა თავში…

374
SHARE

დღეს გარდაცვლილი დიმიტრი ტატიშვილის მეგობრები მომხდარს ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.
“ეს რა ამბავი ატეხე ჩემო თბილო და ტკბილო?! როგორ მოგივიდა თავში, აზრად ასეთი სისულელე?! როგორ მიყვარხარ ერთი იცოდე… შენ სულ იცოცხლებ, განა შენი სიკვდილი შეიძლებოდა? აბა ეგ რა ქენი ბიჭო? რა ქენი რა?, მიყვარხარ”, – წერს დიმიტრი ტატიშვილის ერთ-ერთი მეგობარი.
“როგორი ამაყი ვიყავი ამ დროს და დღეს გამანადგურე”, – წერს ერთ-ერთი მეგობარი.
“ეს რა ადამიანი დავკარგეთ, არ მჯერა, ღმერთოოოო” – აღნიშნავს დიმიტრი ტატიშვილის კიდევ ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში.
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში დიდ დიღომში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

FB კომენტარები

კომენტარი