ჟანეტ ქერდიყოშვილი განმარტებებს აკეთებს – “ვიგულისხმე, რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდება-მეთქი”…

130
SHARE

„მის საქართველო“ ჟანეტ ქერდიყოშვილი ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან მის გაკრიტიკებას სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს. ჟანეტის თქმით, საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება მის მიერ გამოთქმულ აზრსა და შეხედულებას.

„ჩემო ძვირფასებო! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო, ქართველებო! რამდენნი ვყოფილვართ, თქვენ გაგახარათ ღმერთმა! არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში. უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ვხედავ, ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემ მიერ გამოთქმულ აზრსა და შეხედულებას.

ან არ უნდა, მიხვდეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ ჩვენი წეს-ჩვეულებებით, ადათ-წესებით და ფასეულობებით, რომლებმაც ისტორიას გაუძლო, ჩვენ პირიქით, ვკარგავთ და ვფლანგავთ ამას, ამ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გზაზე ევროპისკენ. რაც კარგია და ძირძველი ევროპული ფასეულობები, მას კი არ ვაკვირდებით და ვიგებთ. პირიქით, რაც ახალია, გაურკვეველი და ხშირად იმ ნამდვილი ევროპელისათვისაც მიუღებელი, იმას ვისრუტავთ და ვაფეტიშებთ! რაც შეეხება მამისა და შვილის სიყვარულს, ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე ვიგულისხმე, რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდება-მეთქი, როგორიც მამაჩემია, ისეთივე მზრუნველი და მოსიყვარულე. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი. ახლა კი გილოცავთ, ჩემო კარგებო, დამდეგ ახალ 2016 წელს! და გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და უფრო გაბრწყინებულ მომავალს“, – ამბობს „მის საქართველო“.

FB კომენტარები

კომენტარი