„პრისიონერას“ მსახიობი გაკოტრების გამო, სახლსა და თავის ტანსაცმელს ყიდის

187
SHARE

ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ვენესუელელი მსახიობი, გაბრიელა სპანიკი გაკოტრების პირას არის.

ლათინო-ამერიკული მედიის ცნობით, მსახიობი, რომელიც ბოლო 4 წელია არც ერთ ტელევიზიას სამუშაოდ არ მიუწვევია, სიღარიბის ზღვარს უახლოვდება და ამის გამო საკუთარ ნივთებს ყიდის.

გარდა ამისა, სპანიკმა აუქციონზე მაიამისა და ვენესუელის სახლიც გაიტანა გასაყიდად.

გაბრიელა სპანიკი 2002-2006 წლებში ტელემუნდოში მუშაობდა, თუმცა რეორგანიზაციის შემდეგ, მსახიობს კონტრაქტი გაუუქმეს.

4-წლიანი უმუშევრობის შემდეგ, სპანიკთან მუშაობა მექსიკურმა კომპანია “ტელევისამ” გადაწყვიტა, თუმცა მხოლოდ ერთი როლი მისცეს. ამის შემდეგ მსახიობი “ტევე-აცტეკას” ექსკლუზიური კონტრაქტორი გახდა და სამ სერიალში ითამაშა, თუმცა 2014 წლის შემდეგ, კომპანიამ მასთან ურთიერთობაზე უარი თქვა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მსახიობის ფინანსური პრობლემები.

წყარო:https://on.ge/

FB კომენტარები

კომენტარი