პრინცი ჰარი სამხრეთ აფრიკაში მარტორქების გადარჩენის აქციაში მონაწილეობდა (ფოტო,ვიდეო)

59
SHARE

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მან მარტორქების გადარჩენის აქციაში მიიღო მონაწილეობა. პრინცი აღშფოთებულია მარტორქების და სპილოების განადგურებით და ამას „სილამაზის უაზრო განადგურებას“ უწოდებს.
„როგორ მოხდა, რომ ბოლო წლის განმავლობაში 30 ათასი სპილო იყო განადგურებული? და რატომ მოხდა ეს, მათი ეშვების გამო?“ – დაწერა პრინცმა ჰარიმ „ინსტაგრამში“.
ჰარიმ მონაწილეობა მიიღო მარტორქებისთვის რქების მოჭრის ოპერაციაში. ეს ცხოველებისთვის დამცავი ზომაა, ვინაიდან ცხოველი, რომელსაც რქა მოჭრილი აქვს, ბრაკონიერებისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენს.

FB კომენტარები

კომენტარი