პრინცესა დაიანას დაცარიელებულ საფლავს აღადგენენ

207
SHARE

 

დიდი ბრიტანეთის დაღუპული პრინცესა დაიანას დაცარიელებული საფლავის აღსადგენად რამდენიმე მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიყოფა. მომავალი წლისთვის, დაიანას სიკვდილის მე-20 წლისთავისთვის კეთილმოეწყობა ტბა და კუნძული, რომელზეც დაკრძალულია პრინცესა. რეკონსტრუქციას დაიანას ძმა, გრაფი სპენსერი უხელმძღვანელებს. სწორედ სპენსერი გააკრიტიკა ამ თემასთან დაკავშირებით დაიანას ყოფილმა მზარეულმა – მან აღნიშნა, რომ პრინცესას საფლავი ბალახითაა მოფენილი, დამადასტურებელი ფოტოებიც გამოაქვეყნა და გრაფს მიუწოდა – დაიანას „უკანასკნელი დასვენების ადგილი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა“.

ცნობისთვის, პარკში შესვლა, სადაც პრინცესა დიანას საფლავი მდებარეობს, 18,5 ფუნტი (25,9 დოლარი) ღირს.

FB კომენტარები

კომენტარი