პოლიტიკოსი „სელფის“ გადაღების დროს მოკლეს (ვიდეო)

271
SHARE

მექსიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ორგანიზებულ დამნაშავეებს დაუპირისპირდა, იმ დროს მოკლეს, როდესაც „სელფს“ იღებდა.
კონგრესმენობის კანდიდატი ფერნანდო პურონი წინასაარჩევნო დებატებიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მასთან მისი თაყვანისმცემელი მივიდა და ერთობლივი ფოტოს გადაღება სთხოვა.
სათვალთვალო კამერებმა ის მომენტი დააფიქსირეს, როდესაც პოლიტიკოსს წვერებიანი მამაკაცი მიუახლოვდა და კეფაში მიბჯენით ესროლა. 43 წლის პურონი მაშინვე დავარდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პურონი, რომელიც მექსიკური შტატის კოაუილის ფედერალურ კონგრესმენად იყრიდა კენჭს, 112-ე პოლიტიკოსია, რომელიც ამ ქვეყანაში მოკლეს. იმის მიუხედავად, რომ მკვლელობის მოტივები ჯერ უცნობია, ის რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა მუქარებს. ქალაქ პიედრას-ნეგრასის მერის პოსტზე მუშაობისას, ის ადგილობრივ ნარკო-კარტელებს დაუპირისპირდა.

FB კომენტარები

კომენტარი