პოლიტიკოსების გახმაურებული სექსსკანდალები და შედეგები

2634
SHARE

პოლიტოკოსების პირადი ცხოვრება ყოველთვის ხვდებოდა ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში.  მათი ცხოვრება ყველა ქვეყანაში გაძლიერებული კონტოლის ქვეშ არის.  პოლიტიკოსები და ცნობილი პირები სხვადასხვა დროს სერიოზულ სექსსკანდალებში გაეხვნენ. წარსულში მომხდარი ფაქტები, როდესაც პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება  საჯარო გახდა, უმეტეს შემთხვევაში საბედისწერო შედეგით დასრულდა – ზოგმა თანამდებობა დაკარგა, ზოგის კარიერას კი ცხოვრების ბოლომდე ხაზი გადაესვა. თუმცა საბოლოოდ, საჯარო პირის დანაშულზე ან უდანაშაულობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. „კვირა+“-მა  გახმაურებული სექსკანდალების ფაქტებს გადაავლო თვალი:

ბილ კლინტონი

bil klintoni

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს რომანმა თეთრი სახლის სტაჟიორთან მონიკა ლევინსკისთან, კინაღამ საპრეზიდენტო პოსტი დაატოვებინა. კლინტონს სექსუალურ ძალადობაშიც სდებდნენ ბრალს. ლევინსკის ამბავს სასამართლოშიც განიხილავდნენ. კლინტონი მასთან სექსუალურ კავშირს უარყოფდა. სასამართლო პროცესზე მონიკა ლევინსკიმ მოსამართლეს წარუდგინა, კოლეგასთან, ლინდა ტრიპთან ჩაწერილი საუბარი, სადაც ის პრეზიდენტთან მის ურთიერთობაზე საუბრობს, ასევე ლურჯი კაბა, რომელსაც კლინტონის სპერმის კვალი აჩნდა. კლინტონი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ლევინსკისთან ორალური სექსი ჰქონდა. მას ბრალი ედებოდა ოთხი მუხლით – ორ შემთხვევაში ტყუილის გამო, სამართლის დარღვევისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის სექსუალურმა სკანდალმა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე იმოქმედა. „დემოკრატების“ კანდიდატი ალ გორი არჩევნებზე დამარცხდა და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გახდა. ბილ კლინტონის მეუღლე, ჰილარი კლინტონი, ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია.

სილვიო ბერლუსკონი

berluskoni

2011 წლის იანვრიდან მილანის პროკურატურა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. მას არასრულწლოვან, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონასთან, კარიმა ელ-მარუგთან სექსუალურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ბერლუსკონი გამოტყდა, რომ გოგონას 45 000 ევრო აჩუქა, რადგან ახალგაზრდა ქალის მიერ მოყოლილმა ისტორიამ შეძრა. იტალიის პრემიერ-მინისტრი არაერთხელ მომხდარა სექსუალური სკანდალების ეპიცენტრში. 2009 წელს სილვიოს მეორე ცოლმა განქორწინება მოითხოვა მას შემდეგ, რაც 18 წლის მოდელთან, ნაუმი ლეტიციასთან გადაღებული ფოტოები გაასაჯაროვეს. გარდა ამისა, მან ღია წერილი დაწერა, სადაც განმარტავდა, რომ ბერლუსკონიმ მისი პარტიის კანდიდატებს შორის, 2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში “ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ჩართო“, ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. სკანდალების შედეგად, ბერლუსკონის რეიტინგი 2011 წელს, რეკორდულ მინიმუმადე – 31%-მდე დაეცა.

დომინიკ სტროსკანი

dominik stroskani

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ დირექტორს, დომინიკ სტროს-კანს ნიუ-იორკის სასტუმროს დამლაგებლის გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალი ედებოდა. სკანდალის გამო სტროს-კანი თანამდებობიდან გადადგა. მოგვიანებით ნიუ-იორკის სასამართლომ მას ყველა ბრალდება მოუხსნა. გამოცემა „ფორბსი“ წერს, რომ ბიზნესში ამ საკითხზე კიდევ უფრო მკაცრი წესები მოქმედებს, ვიდრე პოლიტიკაში. სამსახურში ქვეშევრდომთან რომანი ხშირ შემთხვევაში საკმარისია, რომ ადამიანის მომავალ კარიერას ხაზი გადაესვას.

ჯულიან ასანჟი

julian ansanji

პორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულად 2010 წლის დეკემბერში ცნეს. შვედეთის პოლიციას ორმა ქალმა მიმართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ასანჟი მათ პრეზერვატივის გარეშე სექსს აიძულებდა, თუმცა ისინი ამ სექსის წინააღმდეგნი იყვნენ. ასანჟი ლონდონში დააკავეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამჟამად ჯულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება, ვინაიდან იქიდან გამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, შვედეთში მისი ექსტრადირება მოხდეს.

პრინცესა დიანა

princesa diana

დიანას და დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილის პრინც ჩარლზის ქორწინება 1981 წლის 29 ივლისს გაიმართა. 1982 და 1984 წლებში დიანას ორი ვაჟი – ულიამი და ჰარი შეეძინა. 1990-იანი წლებისთვის მეუღლეებს შორის ურთიერთობები გაუარესდა. ერთ-ერთი მიზეზი პრინც ჩარლზსა და კამილა პარკერ ბოულს შორის რომანი იყო. კამილა პარკერ ბოული დიანას დაღუპვის შემდეგ ჩარლზის ცოლი გახდა. პრინცესა დიანას გარკვეული ხნის განმავლობაში ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა ცხენოსნობის პედაგოგთან, ჯეიმს ჰიუიტთან, რაც მან 1995 წელს ტელეინტერვიუში აღიარა (ერთი წლით ადრე ჩარლზმა იგივე აღიარება კამილასთან დაკავშიებით გააკეთა). დიანა და ჩარლზი 1992 წლიდან ცალ-ცაკლე ცხოვრობდნენ, ოფიციალურად მათი გაყრა 1996 წელს, ელისაბედ მეორეს ინიციატივით მოხდა. დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე 1997 წლის ივნისიდან, დიანას ეგვიპტელ კინოპროდიუსერ დოდი ალ-ფაიედთან რომანი ჰქონდა, რომელიც მილიარდერის, მოჰამედ ალ ფაიედის შვილია. ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, თუმცა დიანას მეგობრები დოდი ალ ფაიედთან სექსუალურ კავშირს უარყოფდნენ.

რომის პაპი იოანე პავლე მეორე

ioan pavle 2

„ბი-ბი-სიმ“ ყოფილი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის პირადი მიმიწერა შეისწავლა, საიდანაც გაირკვა, რომ მას გათხოვილ ქალთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. 2005 წელს გარდაცვლილი იოანე პავლე მეორის წერილები დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთის ნაციონალურ ბიბლოთეკაში ინახებოდა. ბოლო დრომდე ეს მიმოწერა არავის უნახავს. წერილებით ირკვევა, რომ კარდინალ კაროლ ვოიტილის და ანა ტიმენეცკას მეგობრობა 1973 წელს დაიწყო, ანუ რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ის რომის პაპი გახდებოდა. ანა ტიმენეცკა აშშ-ში მცხოვრები პოლონელია. 1974 წელს ვოიტილამ თავის მიმოწერაში აღიარა, რომ ტიმენეცკას ძველ წერილებს კითხულობდა, რომელიც „ძალიან ღრმა და პირადულია“. არქივში მომავალი რომის პაპის და მისი მეგობარი ქალის ფოტოებიც ინახება. სურათები პოლონეთსა და ვატიკანშია გადაღებული. ვოიტილა და ტიმენეცკა ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, ისინი სეირნობდნენ და თხილამურებით სრიალებდნენ. კაროლ ვოიტილა რომის პაპი იოანე პავლე მეორე 1978 წელს გახდა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი 2005 წლამდე, გარდაცვალებამდე იყო.

CIA-ის ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი

devid peter

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი დევიდ პეტრეუსი, რომელიც მანამდე სამხედრო მაღალჩინოსანი იყო, თანამდებობიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გადადგა. სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პეტრეუსის სავარაუდო საყვარლის ელექტრონული ფოსტა ჰაკერებმა გატეხეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ პეტრეუსმა თავის საყვარელს – პოლა ბროდუელს სადაზვერვო სამმართველოს ელექტრონულ ფოსტასთან და სხვა საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის საშუალება მისცა. პეტრეუსმა საკუთარი თავი საიდუმლო მასალების ამოღებასა და შენახვაში დამნაშავედ ცნო. აღნიშნულია, რომ პეტრეუსი წესების დარღვევით ექცეოდა საიდუმლო მასალას არა მარტო აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობის, არამედ მაღალ სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც. პოლა ბროდუელი, რომელთანაც პეტრეუსს ინტიმური კავშირი ჰქონდა, მასთან ერთად ბიოგრაფიაზე მუშაობდა სახელწოდებით: «All In: Education of General David Petraeus».

ჯონ პროფიუმო 

jon profiumo

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ პროფიუმოს ურთიერთობა მსუბუქი ყოფაქცევის გოგონასთან, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი გახდა. 1963 წელს მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა კრისტინ კილერთან. ეს რომანი 2 წელს გაგრძელდა. სკანდალის მიზეზი გახდა ის, რომ კილერი პარალელურად ხვდებოდა საბჭოთა საზღვაო ატაშეს, ევგენი ივანოვს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ატაშე ჯაშუში იყო. ჯონ პროფიუმი დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

ჰარი ჰარტი

1412156714273.cached

კოლორადოს შტატის სენატორი ჰარი ჰარტი, 1987 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, ფავორიტი იყო. 1987 წლის მაისში, როდესაც ჰარტმა პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილი გამოთქვა, ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, რომ მას რომანი ჰქონდა მოდელ დონა რაისთან. ჰარტის ცოლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ქმრის კავშირი სხვა ქალთან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსის რეიტინგი 32%-დან 17%-მდე დაეცა. რამდენიმე კვირაში ფოტოგრაფებმა ჰარტის საყვარელთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნეს. სკანდალის შემდეგ ჰარი ჰარტი პოლიტიკიდან წავიდა.

მიხეილ ვარძელაშვილი

FB კომენტარები

კომენტარი