პოდიუმზე კიმ კარდაშიანის 5 წლის ქალიშვილის დებიუტი შედგა ( ფოტო)

66
SHARE

კიმ კარდაშიანი შვილებს პატარა ასაკიდანვე აზიარებს მოდის სამყაროს. მისმა და რეპერ კანიე უესტის ქალიშვილმა, ხუთი წლის ნორზ უესტმა, ბრენდ „L.O.L.“-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
გოგონამ პოდიუმზე თავისი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი თოჯინა L.O.L. Surprise-ის იერსახე მოირგო. დებიუტისას ნორზ უესტს წითელი ლატექსის ქვედაბოლო, შავი ტოპი და ტყავის ქურთუკი ეცვა. სტილის შესაბამისად მას წითელი ტუჩსაცხი და მზის სათვალე ამშვენებდა.
ცოტა ხნით ადრე, ეს პატარა გოგონა ბრენდ Fendi -ის სარეკლამო ფოტოსესიაშიც მონაწილეობდა. ნორზი ამბობს, რომ მოდის ინდუსტრიაში სურს მუშაობა.

Comments

comments