პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

274
SHARE

ვერძი
მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს, გაანალიზეთ ნებისმიერი ნაბიჯი. მოერიდეთ ავანტიურას. ყველაფერში დაიცავით ზომიერება. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი გელით.

კურო
ყველა უსიამოვნება წარსულში დარჩება, თუ იქნებით წარმატებაზე მობილიზებული. საინტერესო შეხვედრები გელით, გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ.

ტყუპი
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან შესახვედრად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გვერდით; დაკავდით სასიამოვნო საქმეებით. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. დაუმეგობრდით თანამოაზრეებს.

ქალწული
დღეს თავადაც უშეცდომოდ იმუშავებთ და გარშემო მყოფებსაც დაეხმარებით საქმეების მოგვარებაში. საყვარელი ადამიანი რომანტიკითა და მზრუნველობით გაანებივრეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
წარმატებული და ბედნიერი დღე დაგიდგათ. სასიამოვნო ადამიანების გაცნობა და სარფიანი საქმიანი შემოთავაზებები გელით. პირად ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე.

მორიელი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. ისწავლეთ ტკბობა ლამაზი ნივთებით, მცირე წარმატებით.

მშვილდოსანი
პოზიტიური და დასამახსოვრებელი მომენტებით აღსავსე დღე გელით. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ინიციატივა.

თხის რქა
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. სწრაფად გაერკვევით საქმეებში. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამო ბავშვებთან და უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, საქმეებს. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. სამსახურის საქმეებში დაიხმარეთ კოლეგები, მაგრამ პირად ცხოვრებაში არავინ ჩაახედოთ.

თევზები
გახსოვდეთ, ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან. დღეს მეტად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. სხვებსაც ენთუზიაზმისკენ მოუწოდოთ. საღამოს დაისვენეთ, კომპიუტერისა და ტელევიზორის გარეშე.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი