პენსიონერები, რომლებიც მღერიან რეპს, მუშაობენ მოდელებად Playboy-ისთვის და აქვთ „ინსტაგრამი“

52
SHARE

86 წლის ჯანინ უებერმა ინტერნეტში ფურორი მას მერე მოახდინა, რაც მომღერალ Kapoo-სთან რეპ-სიმღერა ჩაწერა. ტექსტში მოხუცმა ქალბატონმა ჰოლოკოსტის დროს სასწაულებრივ გადარჩენაზე მოგვითხრო. 6-წუთიან ვიდეოში, ლვოვის მკვიდრი ქალბატონი იხსენებს, როგორ დაკარგა მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ოჯახი და თავადაც დაიღუპებოდა, რომ არა, ახალგაზრდა სახელად ედეკი – პოლონელი სემინარიელი, რომელიც მას და კიდევ 13 ებრაელს თავისი სახლის სარდაფში მალავდა.
ჯანინ უებერის პროექტის საიტზე არის ჩანართი, რომელიც ამ პოლონელი ედეკის ძებნას ეძღვნება, რომლის კვალიც კრაკოვის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, იკარგება. თუმცა, თავად უებერი აღნიშნავს, რომ მისი პოვნის ალბათობა ძალიან მცირეა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანი 1924 წელს დაიბადა.
ამასთანავე, ბრიტანეთში მცხოვრები ქალბატონი იტოვებს იმედს, რომ როდესმე შეძლებს, გადამრჩენელს მადლობა კიდევ გადაუხადოს ან მისი შთამომავლები მაინც გაიცნოს.
საერთოდ კი, „ბებოების“ მიერ რეპის შესრულება და აქტიური საჯარო ცხოვრება არახალია. გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი, ფრანგი ჟანა კალმანი იყო, რომელიც 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთი წლით ადრე კი მან მინიალბომი გამოსცა, სადაც დენსპოპი და რეპი ერთმანეთს ცვლიდა.
ასეთივე ენერგიული და სიცოცხლის მოყვარულია, ბადი ვინკლი. მას მერე რაც ქმარ-შვილი გარდაეცვალა, ის შეუმჩნეველი, რუხი ცხოვრებით ცხოვრობდა. თუმცა, ერთ დღესაც, მისმა შვილიშვილმა სოციალურ ქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა და ყველაფერიც „დაიქოქა“.
ახლა 90 წლის ბადის „ინსტაგრამზე“ 3 მილიონი გამომწერი ჰყავს. თავს კარგად გრძნობს Playboy-ის მოდელის სტატუსშიც.
დორი ჯეიკობსონი 84 წლის არის და ის კვლავ მუშაობს ფოტომოდელად და საცვლებშიც კი პოზირებს. ის მოუწოდებს ასაკოვან ადამიანებს არასოდეს შერცხვეთ და გააგრძელონ ცხოვრებით ტკბობა. დორის აქვს „ინსტაგრამი“, სადაც ის თავისი ფოტოსესიებიდან ფოტოებს აქვეყნებს, რათა შეცვალოს საზოგადოების ცნობიერება ასაკოვანი ადამიანებისა და ასევე, მოდელების მიმართ. ის ყველანაირად ცდილობს სტერეოტიპების დამსხვრევას.

FB კომენტარები

კომენტარი