პამელა ანდერსონმა მელანია ტრამპს ბეწვის ქურქი აჩუქა (ფოტო)

72
SHARE

პამელა ანდერსონმა აშშ-ს პირველი ლედი დაარწმუნა ნატურალურ ბეწვეულზე უარი ეთქვა. ამის გაკეთება პამელამ საჩუქრით შეძლო. მან მელანია ტრამპს ხელოვნური ბეწვი აჩუქა. მსახიობმა ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დღეს მე ნატურალი ბეწვი არ მაცვია და არც მინდა, რომ რეკლამა გავუკეთო. მე ხელოვნური ბეწვისგან დამზადებული ქურქები გავუგზავნე მელანია ტრამპს და კიმ კარდაშიანს და მას მერე, მათ უარი თქვეს ნატურალურ ბეწვზე.
პამელა ანდერსონი დიდი ხანია თანამშრომლობს ცხოველების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-სთან.
აღსანიშნავია, რომ ანდერსონი ხელოვნური ბეწვისგან დამზადებული სამოსის შექმნითაც არის დაკავებული რუსულ კომპანიასთან ერთად.

FB კომენტარები

კომენტარი